დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2383 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025885 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2383
2020 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:
„ბ2) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ასევე გავრცელდეს ზოგადი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მსურველი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზე, რომელთა სიას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარადგენს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. კერძოდ:
ბ2.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საჯარო/კერძო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მოსწავლის სტატუსით ირიცხებოდნენ/ირიცხებიან 2019-2020 ან 2020-2021 სასწავლო წელს და არიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის არასრულწლოვანი შვილები, მოსწავლის სტატუსით;
ბ2.ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი ან პროფესიული სტუდენტი, რომელიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ან ასეთი სტატუსის მქონე პირის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, და ან ძმა);
ბ2.გ) 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მოსარგებლეებს.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 11 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები