„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2086
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025937
2086
29/11/2021
ვებგვერდი, 30/11/2021
000000000.00.003.025937
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2086

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების  შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:

„ზ2) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ამ წესით განსაზღვრული სტატუსის მიუხედავად), რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდება მოგზაურობის ისტორია „ზ2.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნებიდან, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში;

ზ2.ა) ამ პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანის რესპუბლიკა, ზიმბაბვეს რესპუბლიკა, ნამიბიის რესპუბლიკა, ლესოთოს სამეფო, ესვატინი, მოზამბიკის რესპუბლიკა, მალავის რესპუბლიკა;

ზ2.ბ) ამ პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების კარანტინისა და ტესტირების წესები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2021 წლის 28 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ირაკლი ღარიბაშვილი