საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025799
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
164
28/01/2020
ვებგვერდი, 12/03/2020
000000000.00.003.025799
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (19/02/2020 - 26/02/2020)

საქართველოოს მთავრობის

განკარგულება 164  

2020 წლის 28 იანვარი  

ქ. თბილისი

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ

 

  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“.

2. დაევალოს:

ა) შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), სათანადო ასიგნებების გამოყოფა.

3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5. განკარგულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ძალაშია ხელმოწერის­თა­ნავე.

6. განკარგულების მე-4 პუნქტი ოპერატიული რეაგირების გეგმით განსაზ­ღვ­რუ­ლი ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელი თითოეული შემსყიდ­ვე­ლი ორგანიზაციისათვის ძალაში შევიდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შე­სა­ხებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თანხმობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                        გიორგი გახარია

 

 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა

 

მუხლი 1. დანიშნულება/ზოგადი ნაწილი

1. ახალი კორონავირუსით 2019-nCov გამოწვეული დაავადების (შემდგომში − კორონავირუსი ) შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის 2019-nCov დაავადების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირების ღონისძიებებს და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს.

2. გეგმაში გაწერილი ქმედებები შეიძლება, შესრულდეს სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესაბამისად.

3. გეგმა მოიცავს კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს: დაავადების აღმოჩენა, იდენტიფიცირება , დადასტურება და საფრთხის შეფასება; ლაბორატორიული ტესტირება; რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შეტყობინება; ეპიდკვლევა/საპასუხო ქმედება; კორონავირუსის დაავადებასთან დაკავშირებული საფრთხის, შედეგების ლიკვიდაციას/შერბილებასა და მდგომარეობიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

 

მუხლი 2. მიზანი

1. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნა როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კუთხით.

2. გეგმა განკუთვნილია სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების საქმიანობის წარმართვის თვის და აღწერს აუცილებელ მოსამზადებელ ღონისძიებებს ადრეული რეაგირების კოორდინირებისათვის.

 

მუხლი 3. ამოცანები

კორონავირუსის დაავადებაზე ოპერატიული რეაგირების და მზადყოფნის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანებია:

ა) კორონავირუსის დაავადების შემოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხეებისათვის შესაბამისად (პროპორციულად) მომზადება;

ბ) უცხოეთიდან კორონავირუსის დაავადების საქართველოში შემოტანისა და ადგილობრივი გადაცემის შემთხვევაში, შედეგების აღკვეთისთვის ან შემცირებისთვის ზომების მიღება;

გ) კორონავირუსის დაავადების ეპიდაფე ქების გავრცელების შეჩერების, შენელების, შეზღუდვის და ანგარიშგების საერთაშორისო ვალდებულებების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, შემდგომში − ჯანმო ) შესასრულებლად ძალისხმევის ხელშეწყობა;

დ) ეპიდზედამხედველობის და დიაგნოსტიკური კვლევებ ის ფუნქციების გაძლიერება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის;

ე) კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობის და დახმარების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება, მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე;

ვ) საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის და სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.

 

მუხლი 4. ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები

ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო), სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (შემდგომში − ეროვნული ცენტრი) დსსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს:

ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციას ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით;

ბ) ექსპერტების ჩართულობით, შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავებას და განახლებას ;

გ) სკრინინგის პროტოკოლის შემუშავებასა და განახლებას;

დ) სკრინინგის განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში;

) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით (მ. შ., ლაბორატორიული დიაგნოსტიკა), შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას ;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო/დადებითი ნიმუშების გადაგზავნას ჯანმოს რეფერალურ ლაბორატორიაში კონფირმაციისა და დამატებითი კვლევებისათვის;

ზ) შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებელ ევაკუაციას;

თ) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევის მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირებასა და რეფერალის მექანიზმის ამოქმედებას;

ი) სამედიცინო პერსონალს, ეპიდემიოლოგებსა და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით;

კ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრება ;

ლ) შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ ამოქმედების მიზნით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებას და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;

ბ) პაციენტების ტრანსპორტირებისას, სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობაში დახმარებას;

გ) კორონავირუსის დაავადების კერის იზოლაციას და საკარანტინო ღონისძიებებს;

დ) საზოგადოებრივ წესრიგ და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:

) კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში ;

ბ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას:

ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;

ბ.ბ) სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;

ბ.გ) სკრინინგის დროს გამოვლენილი შემთხვევების დაუყოვნებლივ, ადგილზე იზოლაციას;

გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის.

4. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს :

ა) კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას „სამახსოვროს“ დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას, შემოსვლის მახასიათებლების (მაგ.: რეისის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობა, თანამგზავრები), საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.

6. ეთხოვოს სსიპ − საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:

ა) ტურისტთა და მოგზაურთა ინფორმირება კორონავირუსის გადაცემის რისკებისა და საჭირო ქმედებების შესახებ;

ბ) სკრინინგის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართვა უწყებებს შორის შეთანხმებული პროტოკოლის ფარგლებში;

გ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნეს ეპიდსიტუაციის რისკების გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.

71. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (ს/ნ: 404389693), საკუთარი სახსრებით განახორციელოს თერმოსკანერებისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ შესყიდვა, თანმდევი მონტაჟისა და ინტეგრაციის მომსახურებასთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში განთავსების მიზნით.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას;

გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევების შესახებ.

9. ამ დანართით გათვალისწინებული უწყებები, ურთიერთკოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფენ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

98. 28/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 365 - ვებგვერდი, 01/03/2022 97. 17/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 299 - ვებგვერდი, 17/02/2022 96. 15/02/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 282 - ვებგვერდი, 16/02/2022 95. 17/01/2022 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 73 - ვებგვერდი, 01/02/2022 94. 27/12/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2371 - ვებგვერდი, 01/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 93. 29/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2087 - ვებგვერდი, 30/11/2021 92. 29/11/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2086 - ვებგვერდი, 30/11/2021 91. 28/10/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1904 - ვებგვერდი, 28/10/2021 90. 08/10/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1810 - ვებგვერდი, 08/10/2021 89. 31/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1526 - ვებგვერდი, 31/08/2021 88. 20/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1462 - ვებგვერდი, 23/08/2021 87. 11/08/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1411 - ვებგვერდი, 23/08/2021 86. 29/07/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1291 - ვებგვერდი, 09/08/2021 85. 07/07/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1141 - ვებგვერდი, 07/07/2021 84. 16/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1010 - ვებგვერდი, 17/06/2021 83. 16/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1009 - ვებგვერდი, 17/06/2021 82. 09/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 949 - ვებგვერდი, 10/06/2021 81. 02/06/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 914 - ვებგვერდი, 02/06/2021 80. 31/05/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 883 - ვებგვერდი, 31/05/2021 79. 21/05/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 822 - ვებგვერდი, 01/06/2021 78. 23/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 625 - ვებგვერდი, 23/04/2021 77. 16/04/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 607 - ვებგვერდი, 16/04/2021 76. 26/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 469 - ვებგვერდი, 26/03/2021 75. 25/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 453 - ვებგვერდი, 25/03/2021 74. 05/03/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 303 - ვებგვერდი, 05/03/2021 73. 24/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 261 - ვებგვერდი, 24/02/2021 72. 17/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 232 - ვებგვერდი, 17/02/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 71. 04/02/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 160 - ვებგვერდი, 04/02/2021 70. 29/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 139 - ვებგვერდი, 30/01/2021 69. 20/01/2021 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 53 - ვებგვერდი, 21/01/2021 68. 21/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2541 - ვებგვერდი, 21/12/2020 67. 16/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2460 - ვებგვერდი, 16/12/2020 66. 15/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2457 - ვებგვერდი, 15/12/2020 65. 11/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2449 - ვებგვერდი, 11/12/2020 64. 10/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2383 - ვებგვერდი, 11/12/2020 63. 03/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2361 - ვებგვერდი, 03/12/2020 62. 02/12/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2346 - ვებგვერდი, 02/12/2020 61. 30/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2339 - ვებგვერდი, 30/11/2020 60. 30/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2338 - ვებგვერდი, 30/11/2020 59. 25/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2313 - ვებგვერდი, 25/11/2020 58. 25/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2312 - ვებგვერდი, 25/11/2020 57. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2311 - ვებგვერდი, 24/11/2020 56. 20/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2305 - ვებგვერდი, 20/11/2020 55. 16/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2272 - ვებგვერდი, 30/11/2020 54. 16/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2268 - ვებგვერდი, 30/11/2020 53. 06/11/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2217 - ვებგვერდი, 06/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 52. 23/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2068 - ვებგვერდი, 23/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 51. 23/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 2066 - ვებგვერდი, 23/10/2020 50. 06/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1940 - ვებგვერდი, 22/10/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 06/10/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1939 - ვებგვერდი, 22/10/2020 48. 14/09/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1776 - ვებგვერდი, 14/09/2020 47. 14/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1558 - ვებგვერდი, 25/08/2020 46. 12/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1476 - ვებგვერდი, 12/08/2020 45. 05/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1425 - ვებგვერდი, 05/08/2020 44. 05/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1424 - ვებგვერდი, 05/08/2020 43. 03/08/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1421 - ვებგვერდი, 03/08/2020 42. 22/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1293 - ვებგვერდი, 30/11/2020 41. 17/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1282 - ვებგვერდი, 17/07/2020 40. 15/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1232 - ვებგვერდი, 05/08/2020 39. 09/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1160 - ვებგვერდი, 09/07/2020 38. 08/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1158 - ვებგვერდი, 09/07/2020 37. 08/07/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1157 - ვებგვერდი, 08/07/2020 36. 26/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 1093 - ვებგვერდი, 26/06/2020 35. 08/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 934 - ვებგვერდი, 09/06/2020 34. 01/06/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 891 - ვებგვერდი, 01/06/2020 33. 22/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 846 - ვებგვერდი, 22/05/2020 32. 11/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 798 - ვებგვერდი, 11/05/2020 31. 05/05/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 764 - ვებგვერდი, 05/05/2020 30. 30/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 746 - ვებგვერდი, 30/04/2020 29. 30/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 744 - ვებგვერდი, 30/04/2020 28. 28/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 731 - ვებგვერდი, 30/11/2020 27. 24/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 722 - ვებგვერდი, 24/04/2020 26. 17/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 697 - ვებგვერდი, 17/04/2020 25. 16/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 696 - ვებგვერდი, 16/04/2020 24. 16/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 694 - ვებგვერდი, 16/04/2020 23. 13/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 678 - ვებგვერდი, 14/04/2020 22. 10/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 673 - ვებგვერდი, 10/04/2020 21. 10/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 672 - ვებგვერდი, 10/04/2020 20. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 649 - ვებგვერდი, 03/04/2020 19. 03/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 648 - ვებგვერდი, 03/04/2020 18. 02/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 643 - ვებგვერდი, 02/04/2020 17. 02/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 640 - ვებგვერდი, 02/04/2020 16. 01/04/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 625 - ვებგვერდი, 01/04/2020 15. 31/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 621 - ვებგვერდი, 31/03/2020 14. 28/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 617 - ვებგვერდი, 28/03/2020 13. 20/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 577 - ვებგვერდი, 21/03/2020 12. 20/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 576 - ვებგვერდი, 21/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 18/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 555 - ვებგვერდი, 18/03/2020 10. 18/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 554 - ვებგვერდი, 18/03/2020 9. 17/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 546 - ვებგვერდი, 17/03/2020 8. 16/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 540 - ვებგვერდი, 17/03/2020 7. 13/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 538 - ვებგვერდი, 16/03/2020 6. 12/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 514 - ვებგვერდი, 12/03/2020 5. 09/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 493 - ვებგვერდი, 12/03/2020 4. 09/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 492 - ვებგვერდი, 12/03/2020 3. 02/03/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 435 - ვებგვერდი, 12/03/2020 2. 26/02/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 377 - ვებგვერდი, 12/03/2020 1. 19/02/2020 - საქართველოს მთავრობის განკარგულება - 278 - ვებგვერდი, 12/03/2020