„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025849
1424
05/08/2020
ვებგვერდი, 05/08/2020
000000000.00.003.025849
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1424

2020 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

ე.ე.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

ე.ე.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

ე.ე.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

ე.ე.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“;

ა.ბ) შენიშვნის:

ა.ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ე.ე“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება დროის მონაკვეთები, რომლებიც მოიცავს:

ა) საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო დროს;

ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ განსაზღვრულ დრომდე პერიოდს;

გ) „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად მძღოლის ცხელების ცენტრში შესვლიდან სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით კორონავირუსზე ტესტირების პასუხის მიღებამდე პერიოდს;

დ) კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის საჭირო დროს.“;

ა.ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისათვის „ე.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე.“;

ა.ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადის დარღვევა და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად და მოთავსებული იქნება 14-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.“;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

გ.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

გ.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

გ.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

გ.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში − ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება დროის მონაკვეთები, რომლებიც მოიცავს:

ა) საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო დროს;

ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე შესვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლისათვის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ განსაზღვრულ დრომდე პერიოდს;

გ) „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208–№01-55/ნ–№127 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად მძღოლის ცხელების ცენტრში შესვლიდან სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტექნოლოგიით კორონავირუსზე ტესტირების პასუხის მიღებამდე პერიოდს;

დ) კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, სპეციალურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის საჭირო დროს.

2. საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟისათვის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე.

3. მოცემული ვადების დარღვევისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად და სატრანსპორტო საშუალება (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული) დაუყოვნებლივ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.“;

ბ.გ) „დ1.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​​1.ა) უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ:

დ​​1.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

​​1.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

დ​​1.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

დ​1.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“.

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი გახარია