„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2020
ძალაში შესვლის თარიღი 20/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025871
2311
20/11/2020
ვებგვერდი, 24/11/2020
000000000.00.003.025871
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2311 

2020 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გავლით შემოსული მგზავრების შემთხვევაში, სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შენიშვნის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. განკარგულება ძალაშია 2020 წლის 20 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                            გიორგი გახარია