დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2268 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025876 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2268
2020 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული გეგმის მე-4 მუხლს 32 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 პუნქტი:
„33. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით, ახალი კორონავირუსის PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ლაბორატორიული გამოკვლევის ან/და სწრაფი ტესტირების ჩატარებასა და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის ექსპერტთა მომზადებას/გადამზადებას საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 14 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები