„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025878
2338
30/11/2020
ვებგვერდი, 30/11/2020
000000000.00.003.025878
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2338 

2020 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის მე-4 მუხლის 82 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიისა) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან (კოვიდსასტუმრო) კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამკურნალო დაწესებულებებში ტრანსპორტირებასა და სამკურნალო დაწესებულებებიდან მათი საკარანტინო სივრცეებად გამოყენებულ სასტუმროებში (კოვიდსასტუმრო) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, ასევე საქალაქთაშორისო მგზავრთა რეგულარულ გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვის ამოქმედების დღიდან ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) უზრუნველყოს არსებულ საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების ტრანსპორტირება (იზოლაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში) საკარანტინო სივრცეებად გამოყენებული სასტუმროებიდან საცხოვრებელ ადგილზე. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;“.

 2. განკარგულება ძალაშია 2020 წლის 28 ნოემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                      გიორგი გახარია