დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1776 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025855 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1776
2020 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შენიშვნის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადის დარღვევა და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად და მოთავსებულ იქნება 8-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.“;
ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 8-დღიანი იზოლაციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.“;
გ) მე-4 პუნქტის „ბ.დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლას და შემდეგ სავალდებულო 8-დღიანი იზოლაციის პროცედურას, დადგენილი წესის შესაბამისად;“.
2. №2 დანართის შენიშვნას პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ შენიშვნის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.“.
3. განკარგულება ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები