„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 914
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025915
914
02/06/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
000000000.00.003.025915
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 914

2021 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“:

ა)  41 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) დანართ №2-ის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთის გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას, ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ ამ გეგმის დანართ №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე (რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც)), ამ გეგმის დანართ №2-ის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარების უზრუნველყოფის შემთხვევაში.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2021 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ირაკლი ღარიბაშვილი