დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 731 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025874 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №731
2020 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისა (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის აღსრულების მიზნით, საკუთარი სახსრებით, ტირპარკის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა (მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთებით), ტირპარკებში განთავსებული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაში ჩართული მძღოლების კვებით უზრუნველყოფა, ტირპარკების შიდა პერიმეტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (კომპეტენციის ფარგლებში), ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (გეზი) მყოფი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში ჩართული მძღოლების კვებით უზრუნველყოფა, ტირპარკის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის (ექიმი, დაცვის თანამშრომელი და სხვა) კვებით უზრუნველყოფა, ტირპარკის ტერიტორიის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაში ჩართული მძღოლების პირბადეებით უზრუნველყოფა (მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში), შესაბამისი სატელეფონო მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისა (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ეთხოვოთ:
ა) ქ. ფოთისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებს, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საერთაშორისო გადაზიდვებში (გარდა ტრანზიტისა) მონაწილე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების იზოლაციის მიზნით მოწყობილ ტირპარკში უზრუნველყონ:
ა.ა) გარე პერიმეტრზე განათებისა და სხვა აუცილებელი კომუნიკაციების მოწყობა;
ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ტირპარკში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე კვების პროდუქტების განაწილების ორგანიზება;
ა.გ) ტირპარკის ტერიტორიის დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურსა და სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;
ა.ე) ტირპარკის სრულყოფილად/უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (ს/ნ: 404389693) მის საკუთრებაში არსებული 645012 კვ. მ მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №04.02.10.486) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, ასევე მის საკუთრებაში არსებული 854931 კვ. მ მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №45.08.25.022) სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა, ტირპარკის მოწყობის მიზნით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 12 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები