„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025821
643
02/04/2020
ვებგვერდი, 02/04/2020
000000000.00.003.025821
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №643   

2020 წლის 2 აპრილი   

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მონიტორინგს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მის ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებაზე შემდეგი პირობების დაცვით:

ე.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტზე სავალდებულო პროცედურების დასრულების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე და დასახელებული საბაჟო კონტროლის ზონებიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე, ხოლო ტრანზიტულად გადაადგილების შემთხვევაში, ერთი საბაჟო გამშვები პუნქტიდან მეორე საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად, გარდა ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა;

ე.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ დანართ №1-ში მითითებულ სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებსა და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე;

ე.გ) სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე (STOP POINT) მძღოლს აქვს საშუალება, შეავსოს საწვავის მარაგი და შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებისა, მძღოლს უფლება აქვს, მოიწესრიგოს თავი, შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და სურსათი. STOP POINT-ზე ანგარიშსწორების განხორციელება სასურველია, მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით, ელექტრონულად, საბანკო ბარათის საშუალებით, ან სპეციალური გადახდის ტერმინალის საშუალებით. აღნიშნული ზონა განკუთვნილია მხოლოდ ზემოხსენებული მიზნებისათვის და სხვა მომხმარებელს არ აქვს მასში შესვლის უფლება;

ე.დ) მოძრაობის დროს შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა), მძღოლი ვალდებულია, დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და ვალდებულია, დარჩეს ავტომობილის კაბინაში შესაბამისი სამსახურების მოსვლამდე;

ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

ე.ე.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისას) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

ე.ე.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

ე.ე.გ) სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

შენიშვნა:

1. „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე.ბ“ – „ე.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში.

2. „ე.ე“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.

3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადის დარღვევა და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას,  ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად და მოთავსებული იქნება 14-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობების შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა და გაჩერების ადგილი განისაზღვრება ადგილზე მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, შესაბამისი სამსახურების მიერ.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას − შემოსვლის მახასიათებლების (მაგ.: რეისის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობა, თანამგზავრები), საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.“;

) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხო ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას მათ აღრიცხვას და კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე მათ გადაადგილებაზე იმ პირობის დაცვით, რომ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს:

გ.ა.) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისას) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში;

გ.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

გ.გ) სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

შენიშვნა:

1. ამ  ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.

2. მოცემული ვადების დარღვევისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად და სატრანსპორტო საშუალება დაუყოვნებლივ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.“;

გ.ბ)ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„დ1) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებას, რომ:

1.ა) უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ: საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისას) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში;

1.ბ) რეკომენდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსური ანგარიშსწორებისთვის (საწვავის, სურსათის, სხვა ნივთების, დაზღვევის  შეძენა და სხვა) უნაღდო ანგარიშსწორების (ონლაინ შესყიდვა, პლასტიკური ბარათი და სხვა) გამოყენება;

1.გ) რეკომენდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სამედიცინო ნიღაბი და სხვ.) გამოყენება;“;

გ.გ)ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, ხოლო სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას მათ დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევებში განხორციელდება:

ე.ა) ადგილზევე პირის დაუყოვნებლივი დროებითი იზოლაცია. თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით მოხდება შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მისი გადაყვანა;

ე.ბ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით;

ე.გ)  ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;

ე.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევის (შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში) ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი გამწევის (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება, ან

ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტომობილის, შეწყვილებული კომბინაციის) გადაადგილება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში და ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;

შენიშვნა: ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლებიც შეეხება სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექციას, ასევე მძღოლის (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას, ვრცელდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ავტობუსების ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაშიც.“;

დ) 91პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვოთ:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის 18 მარტიდან M2 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის შეზღუდვისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) დანართ №1-ში მითითებული სპეციალურად მოწყობილი ტერიტორიების (STOP POINT) ყოველდღიური სადეზინფექციო დამუშავების უზრუნველყოფა შესაბამის კომპანიებთან კოორდინაციით.“;

ე) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1:

„დანართი №1

სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT), სადაც შესაძლებელია, განხორციელდეს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება,  განსაზღვრულია:

ა) ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №68.16.45.054;

ბ) თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №33.08.38.224;

გ) გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.44.02.033;

დ) ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ.არგვეთა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №32.03.34.211.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერიდან მე-3 დღეს.

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი გახარია