„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 576
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025814
576
20/03/2020
ვებგვერდი, 21/03/2020
000000000.00.003.025814
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №576 

2020 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის:

ა) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა; ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 23 თებერვლიდან; იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 6 მარტიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან; საფრანგეთის რესპუბლიკასთან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებით შეწყვეტა 2020 წლის 19 მარტიდან, გარდა 2020 წლის 20 მარტის პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან/აეროპორტში განხორციელებული პირდაპირი საერთაშორისო ფრენისა. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით;“;

ბ) მე-4 მუხლის 82 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 პუნქტი:

„83. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველსაყოფად, განახორციელოს ზვავსაწინააღმდეგო სამუშაოებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტი ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 19 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №538 და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მარტის №554 განკარგულებების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 10 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                        გიორგი გახარია