დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2313 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025873 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული გეგმის მე-4 მუხლის 3
3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3
4 და 3
5 პუნქტები:
„34. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „56 17 − StopCoV ფონდის“ − ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სახსრების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფა, ამ მუხლის 33 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული/განსახორციელებელი სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. 35. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „56 17 − StopCov ფონდიდან“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ მუხლის 34 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ისათვის“ (შემდგომში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) გადაცემული თანხების საფუძველზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და აღნიშნული სახსრები აისახება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
დოკუმენტის კომენტარები