დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 744 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025831 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №744
2020 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს, ამ მუხლის 86 პუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გაყიდული ბილეთების ფასების შესახებ ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, კერძოდ, გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის (წარდგენილ უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას), მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლებისა და შესაბამისი საბანკო ტრანზაქციების დამადასტურებელი ელექტრონული ასლების ურთიერთდადარება და შედეგების შესახებ სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმირება ოფიციალური წერილის სახით, რომელიც იქნება 86 პუნქტით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების საფუძველი.“;
ბ) 85 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 86 პუნქტი:
„86. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპის სხვადასხვა ქალაქში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება თბილისი-დანიშნულების ადგილი-თბილისის რეისის შემთხვევაში − 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო თბილისი-დანიშნულების ადგილი-ბათუმის რეისის შემთხვევაში − 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 05 − „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები