„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2087
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025938
2087
29/11/2021
ვებგვერდი, 30/11/2021
000000000.00.003.025938
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2087

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ №2 დანართის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​​1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებზე (მათ შორის, 12 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს მოქალაქეებზე), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთის გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტისა და საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით (დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია არანაკლებ 14 დღისა) ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში. ამასთან, ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, რომელსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვს COVID-ინფექცია (დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით), ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის არქონის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას, ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ ამ გეგმის დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე (რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც)), ამ გეგმის დანართი №2-ის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარების უზრუნველყოფის შემთხვევაში.“;

) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინის სრული კურსი ჩატარებული აქვთ საქართველოში, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო საზღვრის კვეთისას თავისუფლდებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის ვალდებულებისგან.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                ირაკლი ღარიბაშვილ