„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025846
1282
17/07/2020
ვებგვერდი, 17/07/2020
000000000.00.003.025846
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1282

2020   წლის 17 ივლისი   

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ გეგმას მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ და „32“ პუნქტები:

„31.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებას, კვებას, დასუფთავებას, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნას უზრუნველყოფს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მუხლის 82 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 10 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                             გიორგი გახარია