დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2339 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025879 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე1“ ქვეპუნქტი: „ე.ე1) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე.ე.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოდან ციტრუსის ან/და სხვა სუბტროპიკული კულტურების გატანის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევებზე.“; ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.ა1“ ქვეპუნქტი: „გ.ა1) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოდან ციტრუსის ან/და სხვა სუბტროპიკული კულტურების გატანის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევებზე;“; გ) მე-4 პუნქტის „დ1.ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოდან ციტრუსის ან/და სხვა სუბტროპიკული კულტურების გატანის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შემთხვევებზე;“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
დოკუმენტის კომენტარები