დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 722 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025830 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს: ე.ე.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში; ე.ე.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში; ე.ე.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში; ე.ე.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“; ბ) მე-4 პუნქტის: ბ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს: გ.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში; გ.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში; გ.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში; გ.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“; ბ.ბ) „დ1.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1.ა) უცხო ქვეყნიდან შემოსულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ: დ1.ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში; დ1.ა.ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით) – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში; დ1.ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით გასვლისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში; დ1.ა.დ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;“. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
დოკუმენტის კომენტარები