დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 365 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/02/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025953 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 365
2022 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული:
ა) დანართის („ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა5“ ქვეპუნქტი:
„ა5“) ამ პუნქტის „ა1“ – „ა4“ ქვეპუნქტები ვრცელდება 2022 წლის 15 თებერვლიდან 2022 წლის 1 მარტამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე;“;
ბ) დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
2. განკარგულება ძალაშია 2022 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები