დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 435 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025802 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) იმ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, მძღოლის სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში; ტრანზიტულად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლი თერმულ სკრინინგზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში არ ექვემდებარება იზოლაციას.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (მის ეკიპაჟთან ერთად) ესკორტირებას შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე.“; გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტები: „გ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლას იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) და შესრულდება შემდეგი პირობები: გ.ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია; გ.ბ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას; გ.გ) განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება; დ) იმპორტიორების ინფორმირებასა და საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდაციის მიცემას, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით; ე) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად; ვ) სკრინინგის დროს გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევების დაუყოვნებლივ ადგილზე იზოლაციას.“; დ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს: ა) საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში), რომელთა მძღოლებიც ექვემდებარებიან პრევენციულ ზომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მფლობელი კომპანიების დაკავშირება ადგილობრივ გადამზიდველ კომპანიებთან, გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მძღოლებიანად) ან მხოლოდ მძღოლების ჩანაცვლების მიზნით; ბ) ადგილობრივი გადამზიდველი კომპანიებისთვის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ჯანდაცვის და საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
დოკუმენტის კომენტარები