დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025851 |
|
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შენიშვნის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოცემული წესების დარღვევისას (ავტოსატრანსპორტო საშუალების თვითნებურად დატოვება, აკრძალულ მონაკვეთებზე თვითნებურად გაჩერება, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების ვადის დარღვევა და სხვა), იმ შემთხვევის გარდა, როდესაც კლიმატური პირობები ან სხვა გარე ფაქტორები ართულებს ან/და შეუძლებელს ხდის დადგენილი პირობის შესრულებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის შესაბამისად და მოთავსებული იქნება 12-დღიან კარანტინში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება საჯარიმო სადგომზე.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის გამოვლენილი პირების სავალდებულო 12-დღიანი იზოლაციის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.“; გ) მე-4 პუნქტის „ბ.დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლასა და შემდეგ სავალდებულო 12-დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები