დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 860 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.05.001.000.239 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (04/03/2015 - 01/05/2015)
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.
2. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს:
ა) სამხედრო აღრიცხვას;
ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;
გ) სამხედრო სამსახურს;
დ) რეზერვს.
მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები
1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.
1 1. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
1 5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად.
3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1445).
3 1. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
3 2. წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
4. წვევამდელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.
საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94
საქართველოს 2007 წლის 27 მარტ ის კანონი № 4514 - სსმ I, № 13 , 16 . 04 .200 7 წ., მუხ. 112
საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 .0 7 .200 7 წ., მუხ. 308
საქართველოს 2008 წლის 2 7 ივნის ის კანონი №72 - სსმ I, №12, 14.0 7 .2008 წ., მუხ.94
საქართველოს 2009 წლის 13 მარტ ის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24. 0 3.2009 წ., მუხ.20
საქართველოს 2009 წლის 1 6 ივლის ის კანონი №1464 - სსმ I, № 2 0, 2 8.0 7 .2009 წ., მუხ.9 8
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრ ის კანონი № 2019 - სსმ I, № 35 , 19 . 11 .2009 წ., მუხ. 268
საქართველოს 2010 წლის 9 მარტ ის კანონი № 2728 - სსმ I, № 12 , 24 . 03 .20 10 წ., მუხ. 64
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4954 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.
1. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას.
3. სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცის დადებამდე ან წერილობითი ვალდებულების აღებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური).
მუხლი 4. შეზღუდვები მოქალაქისათვის, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება
მოქალაქეს, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, კანონმდებლობით შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვები სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას.
მუხლი 5. უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვალდებულებანი
1. მოქალაქეობის არმქონე საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი მიიჩნევა სამხედრო ვალდებულად და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები.
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. თუ სპეციალურად არ არის აღნიშნული, ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირზეც.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 51. მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები
1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.
2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ – თბილისის რაიონი) იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული).
1. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია შეატყობინოს პირს (წვევამდელს, რეზერვისტს) მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში მისი გამოძახების შესახებ. სახელმწიფო უწყება/დამსაქმებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირის შეტყობინება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) გამოძახების შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს მის თანამშრომელს.
11. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად აცნობებს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღონ სამხედროვალდებული სამუშაოზე ან არ ჩარიცხონ სასწავლებელში.
3. (ამოღებულია).
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში არსებული უწყებები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობონ შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტში შეტანილი ცვლილების შესახებ.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში გაწვევას ანდა სამხედრო სამსახურის გავლას.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოცხადებას ანდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას.
8. გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
9. სასამართლო ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე.
10. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65
საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 .0 7 .200 7 წ., მუხ. 308
საქართველოს 200 8 წლის 2 1 მარტ ის კანონი № 5979 - სსმ I, № 9 , 04 .0 4 .200 8 წ., მუხ. 66
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 7. სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
1. სამხედრო აღრიცხვის ჩატარების, სამხედრო სამსახურისათვის აუცილებელი მომზადებისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სამედიცინო შემოწმების დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაო (სწავლების) ადგილისა და ამ ადგილზე საშუალო ხელფასის (სტიპენდიის) შენარჩუნებით.
2. სამხედრო შეკრების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაოს (სწავლების) ადგილის შენარჩუნებით.
3. (ამოღებულია).
4. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული მოქალაქის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ასრულებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
თავი II. სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი
მუხლი 9. იმ პირის ასაკი, რომელიც ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას
18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა
1. სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლებელში ირიცხებიან, სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან და მსმენელებად იწოდებიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში;
გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსმენელებს (გარდა რეზერვში შესაბამისი სამხედრო წოდების მქონე პირისა) სამხედრო სასწავლებლის შესაბამისი კურსის (პროგრამის) დამთავრებამდე ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება – რიგითის წოდება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსმენელს სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მან იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში. მსმენელი (გარდა კადრის სამხედრო მოსამსახურისა) არის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე.
3. ოფიცრის შესაბამისი კურსის სტუდენტს სამხედრო შეკრების გავლისას აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სამხედრო წოდების მინიჭების გარეშე და ამ დროს მასზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის ყველა უფლება-მოვალეობა.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ახორციელებს დამფუძნებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით და მის საფუძველზე შესაბამისი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
5. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი, სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს ეწოდება იუნკერი და მასზე ვრცელდება შესაბამისი უფლება-მოვალეობანი (გარდა შრომის ანაზღაურების მიღების უფლებისა, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
6. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.
7. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის წინაპირობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილის გარდა, შესაძლებელია იყოს აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. კონტრაქტის ხელმოწერაზე უარის თქმის ან კონკურსის გაუვლელობის შემთხვევაში პირი არ ჩაირიცხება სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნული პირის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
8. პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გახდეს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი მშობლების თანხმობით.
9. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალი შეიძლება დაკომპლექტდეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებით. სამხედრო მოსამსახურეს და სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა.
10. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესი.
11. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებანი, გრანტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
12. სამხედრო სასწავლებლის მსმენელის/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და წესი განისაზღვრება შესაბამისი სადისციპლინო წესდებით.
13. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება შეიზღუდოს გადაწყვეტილებების, მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების საჯაროობა. თუ აკადემიური პერსონალის ნაშრომები და კვლევები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცული უნდა იქნეს გამჟღავნებისაგან.
14. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ სამხედრო ან სპეციალური წოდების თანამდებობაზე შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეს ან სპეციალური წოდების მქონე პირს ნიშნავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე.
15. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლისთანავე, თუ პირი არ აირჩევა კონკურსის წესით და მას არ გაუგრძელდა დანიშვნის ვადა.
16. სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურეთათვის და სპეციალური წოდების მქონე პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
17. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკრის მიმართ, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, მოქმედებს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეთა ან სპეციალური წოდების მქონე პირთა დისციპლინური დევნის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, რომლებსაც აქვს უპირატესობა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების მიმართ.
18. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერი, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე ან სპეციალური წოდების მქონე პირი, ვალდებულია შეასრულოს შესაბამისად სამხედრო მოსამსახურისათვის ან სპეციალური წოდების მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5012 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №919 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2238 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
მუხლი 101. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი
1. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. პოლიციაში ჩარიცხულ წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.
მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე
1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:
ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული;
ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა;
გ) სამხედრო სამსახურში მყოფი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები;
ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი;
ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული;
ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1849 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.42
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4514 - სსმ I, №13, 16.04.2007 წ., მუხ.112
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
მუხლი 12. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები
1. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო იმ პირის სამხედრო აღრიცხვა, რომელსაც არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი.
2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების რეზერვში იმყოფებიან, ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები ამ კანონით დადგენილი წესით.
3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი განისაზღვრება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1849 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.42
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
მუხლი 13. სამხედრო აღრიცხვის სახეები
1. სამხედრო აღრიცხვის სახეებია:
ა) წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა;
ბ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა;
გ) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა.
2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სარეზერვო ასაკის იმ პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, რომელიც არ იდგა სამხედრო აღრიცხვაზე, ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი.
4. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეწყვეტის ან გაქარწყლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი ვალდებულია დადგენილი წესით განახორციელოს პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა.
5. ქალის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/ თბილისის რაიონი, თუ იგი შეიძენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476
მუხლი 14. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა
1. წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა ფორმდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული პირის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა შესაძლებელია 17-დან 27 წლამდე ასაკის პირებისა, რომლებიც არ იდგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი აღნიშნული პირების სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მათი გამოვლენისთანავე.
4. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს 27 წლის ასაკამდე ეწოდება წვევამდელი, გარდა იმ პირისა, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ან რომელსაც იგი მოხდილად ჩაეთვალა.
5. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი პირს აცნობს მისი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, აგრეთვე მის ვალდებულებებს სამხედრო აღრიცხვასთან და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.
6. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ მონაცემების ანგარიშს მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებს შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4258 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4258 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 16. პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია გამოცხადდეს მუნიციპალიტეტში/თბილისის რაიონში მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.
2. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნილი პირი ვალდებულია დათხოვნიდან 2 კვირის ვადაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის ადგილის არქონის შემთხვევაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში.
3. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია 2 კვირის ვადაში წარუდგინოს მას ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
4. პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია:
ა) საცხოვრებელი (ფაქტობრივი ან რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ბ) საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
თავი IV. მოქალაქის მომზადება სამხედრო სამსახურისათვის
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3428 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.224
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
თავი V. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები.
2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სამსახურში. პირი სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190
საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2700 - სსმ I, №7, 20.03.2006 წ., მუხ.52
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას
1. ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.
2. პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
2 1. წვევამდელი, რომელსაც სურს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლებით სარგებლობა, ვალდებულია ამის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე 1 თვით ადრე აცნობოს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
3. 27 წლის და 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური, არ გაიწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქის სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2185 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.145
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 22. სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადები
1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
2. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყების კონკრეტული ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234
მუხლი 23. სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
1. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – აგრეთვე თბილისის რაიონის გამგებელი.
2. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი, ხოლო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გაწვევას – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.
3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებიდან/თბილისის რაიონებიდან იღებს ინფორმაციას მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში შეჯერებული სახით აწვდის მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამგებელი.
2. გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე (მოსამსახურეები);
დ) კომისიის მდივანი – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6607 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 25. გამწვევი კომისიის უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი
1. გამწვევი კომისია უფლებამოსილია გაწვევის მიმდინარეობისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ;
ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;
გ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ;
დ) სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ.
2. გამწვევი კომისია უფლებამოსილია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მოქალაქის შესაბამისი განცხადების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა.
3. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე – შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და გამწვევი კომისიის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომ – სამუშაო ჯგუფი). მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) სამუშაო ჯგუფის წევრი (წევრები) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
4. სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან მისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ.
5. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნას, რომელმაც წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა.
6. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, გამწვევი კომისია ვალდებულია მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე დაუშვებელია წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.
7. მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცველ ორგანოებს.
8. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს უცხადებს გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებას. ამ მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს.
9. პირს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
შეცდომის გასწორება - სსმ I, №16, 13.06.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 26. ცენტრალური გამწვევი კომისია
1. ცენტრალური გამწვევი კომისია იქმნება, მისი შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმავე დადგენილებით ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და განისაზღვრება მისი შემადგენლობა.
1 1. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს თავდაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;
დ) კომისიის მდივანი.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
მუხლი 27. სამედიცინო შემოწმება
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.
2. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით;
გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.
3. მოქალაქის სამხედრო სამსახურისთვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი წვევამდელისთვის ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი
წვევამდელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
თავი VI. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება და გაწვევის გადავადება
მუხლი 29. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება
1. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;
ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;
გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;
დ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;
ე) (ამოღებულია - 13.12.2013, №1777);
ვ) (ამოღებულია - 29.07.2014, №2554);
ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;
თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
3. სამხედრო ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
მუხლი 30. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) უვარგისად არის ცნობილი;
ა 1) სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად არის ცნობილი;
ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე;
გ 1 ) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;
გ 2) არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე;
დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;
ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;
ე 1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;
ე 2) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე;
ე 3) აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას – აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდგომ – იმავე წელს ამ პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;
ე 4) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;
ვ) არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა) მუდმივად მცხოვრები (შესაბამის მისამართზე რეგისტრირებული) პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სრულწლოვანი ოჯახის წევრი, რომელსაც არ აქვს დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. თუ ოჯახის წევრთან ცხოვრობს (ცხოვრობენ) პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) ასევე ექვემდებარება (ექვემდებარებიან) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევა (გაიწვევიან) ასაკით უფროსი პირი (პირები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე;
ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
თ) (ამოღებულია - 29.07.2014, №2554);
ი) (ამოღებულია - 29.07.2014, №2554);
კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;
ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;
მ) არის დედისერთა;
ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;
პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით;
ჟ) მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
2. თუ წვევამდელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე.
3. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელს არ გადაუვადდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი იმ დაავადების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების გამო, რომელთა არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შრომა.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1208 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.92
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3540 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.311
საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №524 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.
1. სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.
2. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.
4. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:
ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;
ბ) სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;
გ) საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულება;
დ) საველე სწავლებასა და გემების ლაშქრობაში მონაწილეობა;
ე) მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება;
ვ) სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით;
ზ) სამსახურებრივ მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნა;
თ) სამსახურის ადგილამდე და უკან მგზავრობა;
ი) სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;
კ) სამხედრო შეკრებების გავლა;
ლ) ტყვედ (გარდა ნებაყოფლობით ტყვედ დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;
მ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;
ნ) სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა;
ო) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;
პ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად;
ჟ) მის მიმართ უკანონოდ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.
5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას პირს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 32. სამხედრო სამსახურის ვადები
1. სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე;
ა 1) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის − არანაკლებ 3 წლისა;
ა 2 ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კონტრაქტით;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) კადრის ოფიცრისათვის - არანაკლებ 10 წელი;
ე) (ამოღებულია - 30.04.2014, №2323).
2. სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე.
2 1. შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხ პირთა სიების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ.
2 2. პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია ამის დამადასტურებელი შეტყობინება გადასცეს ამ პირს ან გაუგზავნოს შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს.
3. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.
4. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2396 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.226
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1207 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.91
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
საქართველოს 201 2 წლის 2 მარტის კანონი №5 742 – ვებგვერდი, 0 6 .0 3 .2012წ.
საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №524 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.
მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი
1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
2. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/წოდებისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხა, მათი კოდები და საკარიერო გვარეობები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობის მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 34. სამხედრო ფორმის ტანსაცმელი
1. სამხედრო მოსამსახურეთათვის წესდება ჯარის შესაბამის სახეობათა ფორმის ტანსაცმელი.
2. სამხედრო ფორმის ტანსაცმელს, განმასხვავებელ ნიშნებს და მათი ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი
1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია:
ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის:
გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;
გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი;
დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი.
2. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ.
3. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა
1. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ან შეზღუდულად ვარგისად ცნო.
2. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას ასრულებს გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი ამ კანონის 29-ე მუხლით ან 30-ე მუხლით (გარდა 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“, „გ 2“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამოირიცხება სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან.
5. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234
მუხლი 37. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა
1. ვადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ.
2. უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, მიუხედავად სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისა შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით (გადადგომით).
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2447 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.395
მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებები
1. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებებია:
ა) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) შემადგენლობები:
ა.ა) რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობა:
ა.ა.ა) საჯარისო (სახმელეთო, საჰაერო) სამხედრო წოდებები: რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი;
ა.ა.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი;
ა.ბ) უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი;
ა.ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი;
ა.გ) უფროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.გ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი;
ა.გ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი;
ა.დ) მთავარი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.დ.ა) საჯარისო სამხედრო წოდება – მთავარი სერჟანტი;
ა.დ.ბ) საზღვაო ძალების წოდება – მთავარი მიჩმანი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა:
ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობები:
გ.ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
გ.ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი;
გ.გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი;
გ.დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი.
2. პირველადი სამხედრო წოდება ენიჭებათ:
ა) რიგითის წოდება:
ა.ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირს;
ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს;
ბ) ლეიტენანტის წოდება:
ბ.ა) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ.ბ) პირს, რომელმაც გაიარა:
ბ.ბ.ა) სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის პროგრამა, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ბ.ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის შესაბამისი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ.ბ.გ) ოფიცრის შესაბამისი კურსი, სტუდენტად ყოფნის პერიოდში, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ.ბ.დ) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
3. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება (გარდა უმაღლესი ოფიცრისა) ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:
ა) სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა (გარდა ამ მუხლის თანახმად მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევისა) გავიდა;
ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.
4. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი მინიმალური ვადები:
ა) რიგითიდან (საზღვაო რიგითიდან) I კლასის რიგითამდე (I კლასის საზღვაო რიგითამდე) – 1 წელი;
ბ) I კლასის რიგითიდან (I კლასის საზღვაო რიგითიდან) კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე (საზღვაო კაპრალამდე ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტამდე) – 2 წელი;
გ) კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან (საზღვაო კაპრალიდან ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 2 წელი;
დ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 2 წელი;
ე) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 3 წელი;
ვ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 5 წელი;
ზ) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 5 წელი;
თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;
ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
კ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (III რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი;
ლ) მაიორიდან (III რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (II რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (II რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (I რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.
5. უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. ამ წოდების მისანიჭებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებების მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებით დგინდება, რომ:
ა) სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის შეიძლება ვადამდე მიენიჭოს;
ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით შეიძლება მიენიჭოს უფრო მაღალი სამხედრო წოდება (მათ შორის, საფეხურის გამოტოვებით) იმ თანამდებობის მიხედვით, რომელზედაც იგი დაინიშნება საერთაშორისო მისიაში. წოდების დროებით მინიჭებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
7. სამხედრო მოსამსახურეს:
ა) უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეიტენანტის სამხედრო წოდებას და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო წოდებას (გარდა პოლკოვნიკისა) ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გაუთვალისწინებელ სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი;
დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო წოდებებს სხვა სახელმწიფო უწყებაში ანიჭებს ამ უწყების ხელმძღვანელი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
8. სპეციალური წოდების მქონე პირები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.
საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №297 - სსმ I, №21, 01.06.2000 წ., მუხ.53
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1891 - სსმ I, №42, 29.07.2005 წ., მუხ.300
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3428 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.224
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.42
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №788 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.256
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3394 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.262
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476
საქართველოს 2011 წლის 23 დეკემბრის კანონი №5598 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 39. სამხედრო წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა
1. სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. ნასამართლობის მოხსნის (გაბათილების) ან რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სამხედრო წოდება, მათი სურვილისამებრ, უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება.
3. სამხედრო მოსამსახურე შეიძლება სამხედრო წოდებით ერთი საფეხურით ჩამოაქვეითონ ან აღადგინონ წინანდელ სამხედრო წოდებაში საერთო საჯარისო წესდებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განაზღვრული წესით.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2185 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.145
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
1. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის გამოძახებით, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის/სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოქალაქეს (წვევამდელს, რეზერვისტს), რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის/ მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არასაპატიო მიზეზით, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება დოკუმენტურად დადასტურებული მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოება.
3. სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო შემოწმებაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
თავი XI. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 46. მოქალაქენი, რომლებიც თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან
1. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქეები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის შეუსრულდათ 25 წელი, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.
2. (ამოღებულია - 29.07.2014, №2554).
3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-5–8 პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი და 11 პუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-16 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 28-ე მუხლი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
4. სამხედრო სამსახურში გადავადების საფუძვლებს, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, წარმოადგენს:
ა) ერთი ან ერთზე მეტი შვილის ყოლა იმ პირთათვის, რომლებიც სარგებლობდნენ ან შეეძლოთ ესარგებლათ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით;
ბ) 2002 წლის 15 ივლისამდე წვევამდელის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა – სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 24 წლის ასაკისა.
5. ამ კანონის 30-ე მუხლის „გ 1 “ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის პირველი აპრილიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის შემდეგ.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხოს სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:
ა) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) ის სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე;
გ) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.
7. ამ კანონის მე-10 მუხლი და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც 2009-2010 სასწავლო წლამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებენ საშუალო პროფესიულ განათლებას.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხოს სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:
ა) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე;
გ) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.
9. 2009 წლის 2 აპრილამდე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან შემცირება განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.
10. (ამოღებულია).
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1209 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.93
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2958 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.108
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4703 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.135
საქართველოს 2009 წლის 13 მარტის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24.03.2009 წ., მუხ.20
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3394 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.262
1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული პირები, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირებისა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.
2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირები, რომლებიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე არიან ამნისტირებულნი და რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან მიმდინარეობდა საქმის სასამართლოში განხილვა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული სამხედრო მოსამსახურეები ამოირიცხებიან სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის პირადი შემადგენლობის სიიდან.
საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №698 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.151
მუხლი 46 2 . სამხედრო სამსახურის ვადა 2008 წლის 1 იანვრამდე
1. ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნეს 2008 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2008 წლის 1 იანვრამდე გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვროს 18 თვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის 18-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 12 თვით.
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148
საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1049 - სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.58
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირთა ნუსხა, რომელთა სპეციალური წოდებები გაუთანაბრდება შესაბამის სამხედრო წოდებებს, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების შემთხვევაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №788 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.256
მუხლი 46 4 . სამხედრო წოდებების გათანაბრება
1. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გაუთანაბრდეს ამ მუხლის ამოქმედებიდან გაუქმებულ (შეცვლილ) სამხედრო წოდებებს:
ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი – რიგითს, ხოლო მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი – საზღვაო რიგითს;
ბ) I კლასის ეფრეიტორი – I კლასის რიგითს, ხოლო I კლასის მატროსი – I კლასის საზღვაო რიგითს;
გ) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი – მასტერ სერჟანტს, ხოლო ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი – მასტერ მიჩმანს;
დ) ბრიგადის სერჟანტი – მთავარ სერჟანტს;
ე) უმცროსი ლეიტენანტი – ლეიტენანტს;
2. შესაბამისმა უწყებამ და მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო წოდებების გათანაბრების მიზნით.
3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც წოდება გაუთანაბრდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებული სამხედრო წოდებით ნამსახურობის ვადაში ჩაეთვალოს ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან იმსახურა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გასათანაბრებელი სამხედრო წოდებით.
4. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე მის ამოქმედებამდე მინიჭებულ სამხედრო წოდებებზე.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობების სამხედრო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანა საშტატო ნუსხებით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საშტატო-წოდებრივი კატეგორიების შეცვლის მიზნით;
ბ) სამხედრო წოდებებისა და საშტატო ნუსხებით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 466. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა 12-თვიანი ვადით
ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა გავრცელდეს აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში 15-თვიანი ვადით გაწვეულ იქნენ 2012 წლის 7 მარტის შემდეგ.
საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №524 – ვებგვერდი, 24.04.2013წ.
მუხლი 467. მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების დროებითი წესი
თავდაცვის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს 2014 წლის 1 სექტემბრამდე შეიძლება მიენიჭოს მორიგი სამხედრო წოდება, მათ შორის, ვადამდე, თუ იგი დააკმაყოფილებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ სპეციალურად დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საქართველოს 2014 წლის 14 მაისის კანონი №2428
– ვებგვერდი, 27.05.2014წ.
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა. აღნიშნულ პირთა ამ კანონის შესაბამისად სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აჟარის მუნიციპალიტეტი.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები.
4. სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო/უწყება ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
თავი XII. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე:
ა) ძალადაკარგულად ჩაითვალოს 'საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 136).
ბ) „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6. მუხ. 99) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო” და ძალადაკარგულად ჩაითვალოს კანონის მე-2 თავი.
გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის №861-Iს დადგენილება „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ.
დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №629 ბრძანებულების „საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ პირველი პუნქტის პირველი – მე-3 აბზაცები და მე-2 – მე-10 პუნქტები.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
მუხლი 48. კანონის ამოქმედება და მისაღები ნორმატიული აქტები
1.(ამოღებულია).
11. ამ კანონის მე-2 მუხლის 1 3 პუნქტი გავრცელდეს 2007 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 17 სექტემბერი.
№860–Iს
დოკუმენტის კომენტარები