„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3118-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.019011
3118-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
120260020.05.001.019011
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“.

2. 10მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10​2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი 

1. წვევამდელის მიერ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო, საკონტრაქტო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის მოსამსახურეები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ის მოსამსახურეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება;“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირიცხებიან, ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონით დადგენილი წესით.“.

5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები.“.

6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;“.

7. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოქალაქის სამხედრო სამსახურისთვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი წვევამდელისთვის ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3118-რს