„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 698
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 30/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.000.868
  • Word
698
28/12/2000
სსმ, 51, 30/12/2000
120.260.020.05.001.000.868
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

     „მუხლი 461. „ამნისტიის შესახებსაქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებულ პირთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა

1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული პირები, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირებისა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირები, რომლებიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე არიან ამნისტირებულნი და რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან მიმდინარეობდა საქმის სასამართლოში განხილვა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული სამხედრო მოსამსახურეები ამოირიცხებიან სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის პირადი შემადგენლობის სიიდან.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 28 დეკემბერი.

№698–რს