დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3428 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/06/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 17/07/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.05.001.002.349 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საქართველოს სამხედრო ძალებში სხვა სახელმწიფო უწყებიდან სამუშაოდ გადმოსული (გადმოყვანილი) პირების სპეციალური წოდების, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა, შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს ბრძანებით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ცალკეულ შემთხვევებს – საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 30 ივნისი.
№3428–რს
დოკუმენტის კომენტარები