დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქრათველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 500 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/10/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 10/11/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.000.05.001.001.581 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე;“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 462 მუხლი:
„მუხლი 462. სამხედრო სამსახურის ვადა ზოგიერთი ვადიანი სამხედრო მოსამსახურისა და 2004 წლის საშემოდგომო გაწვევის წვევამდელთათვის
ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, გარდა 2004 წლის საშემოდგომო გაწვევის წვევამდელებისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 26 ოქტომბერი.
№500–IIს
დოკუმენტის კომენტარები