„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1387-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.017166
1387-რს
27/09/2013
ვებგვერდი, 09/10/2013
120260020.05.001.017166
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-2 მუხლის 15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „15. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

   2. მე-5 მუხლის:

   ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

   ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებით.“.

   3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი განისაზღვრება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

   4. მე-13 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ სრული მონაცემების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ამ მონაცემებს აცნობებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“.

   5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.“.

   6. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყების კონკრეტული ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   7. 23-ე მუხლის მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

  31. გაწვევის განყოფილება მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.“.

   8. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისია წვევამდელს წარადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის ვარგისობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ სამხედრო ძალების სახეობას, რომლებშიც მან უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი.“.

   9. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღებ და მიღებულ შემოსავლებზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გაწვევის ვადის დასრულებიდან 10 დღეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში ამ კანონის 25-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.“.

   10. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია და იმავე დადგენილებით განისაზღვრება ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომლის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

   11. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.“.

   12. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ;“.

   13. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.“.

   14. 33-ე მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.“;

   ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხა, მათი კოდები და საკარიერო გვარეობები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობის მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

   15. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სამხედრო ფორმის ტანსაცმელს, განმასხვავებელ ნიშნებს და მათი ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

   16. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ.“.

   17. 36-ე მუხლის:

   ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

   ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დაითხოვოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.“.

   18. 46-ე მუხლის:

   ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხოს სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:

   ა) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

   ბ) ის სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე;

   გ) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.“;

   ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხოს სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:

   ა) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;

   ბ) ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე;

   გ) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1387-რს