დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4748 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/05/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 22/05/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.05.001.002.839 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის 11პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილება მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ სრული მონაცემების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, აგრეთვე ამ მონაცემებს აცნობებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“.
2. 23-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. გაწვევის განყოფილება გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს.“.
3. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი
„1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 მაისი.
№4748–Iს
დოკუმენტის კომენტარები