საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5742-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.016610
  • Word
5742-Iს
02/03/2012
ვებგვერდი, 06/03/2012
120260020.05.001.016610
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997,   გვ. 16) 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 15 თვე;“.

მუხლი 2. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამობილიზაციო მზადყოფნის შესამოწმებლად ან საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის მიზნით შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოიძახოს ის პირი, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სარეზერვო სამსახური. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინებაში. ასეთი გამოძახების შემთხვევები და გამოძახების შესახებ შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია საკუთარი ძალებით ან/და ასიგნებებით უზრუნველყოს რეზერვისტთა შემკრებ პუნქტებში მიყვანა.“.

   2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ასაკის ან 18-დან 26 წლის ჩათვლით ასაკის პირს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, გაიაროს სამხედრო სარეზერვო სამსახური. ეს პუნქტი არ გამორიცხავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის სავალდებულოდ გავლის შესაძლებლობას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ პუნქტის შესაბამისად სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაითვლება მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის 42 პუნქტითა და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ უფლება აქვთ, ნებაყოფლობით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის

თავის არიდებისათვის

პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო სამსახურს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზი, მისი დოკუმენტური დადასტურებით, არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირის ახლო ნათესავის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.“.

მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის 15-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 2 მარტი.

№5742–I