დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 72 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/07/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 14/07/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.05.001.003.214 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. წვევამდელს სასჯელაღსრულების ორგანოებში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 27 ივნისი.
№72–Iს
დოკუმენტის კომენტარები