დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1777-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260020.05.001.017271 |
|
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“−„ე4“ ქვეპუნქტები: „ე2) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; ე3) აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას – აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდგომ – იმავე წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე4) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;“. 3. 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1777-Iს |
დოკუმენტის კომენტარები