„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 811
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 25/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.060.05.001.001.644
  • Word
811
24/12/2004
სსმ, 39, 25/12/2004
120.260.060.05.001.001.644
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ.16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო მოსამსახურეები;“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზერვში იმყოფებიან, ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.“.

3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№811–რს