დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 860 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.020.05.001.000.239 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (24/09/2010 - 17/12/2010)
საქართველოს კანონი
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სამხედრო ვალდებულება
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.
2. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს:
ა) სამხედრო აღრიცხვას;
ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;
გ) სამხედრო სამსახურს;
დ) რეზერვს.
მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები
1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის, ასევე სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსათვის – ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.
11. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
15. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად.
3. წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
4. წვევამდელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.
5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.
საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94
საქართველოს 2007 წლის 27 მარტ ის კანონი № 4514 - სსმ I, № 13 , 16 . 04 .200 7 წ., მუხ. 112
საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 .0 7 .200 7 წ., მუხ. 308
საქართველოს 2008 წლის 2 7 ივნის ის კანონი №72 - სსმ I, №12, 14.0 7 .2008 წ., მუხ.94
საქართველოს 2009 წლის 13 მარტ ის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24. 0 3.2009 წ., მუხ.20
საქართველოს 2009 წლის 1 6 ივლის ის კანონი №1464 - სსმ I, № 2 0, 2 8.0 7 .2009 წ., მუხ.9 8
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრ ის კანონი № 2019 - სსმ I, № 35 , 19 . 11 .2009 წ., მუხ. 268
საქართველოს 2010 წლის 9 მარტ ის კანონი № 2728 - სსმ I, № 12 , 24 . 03 .20 10 წ., მუხ. 64
მუხლი 3. სამხედრო ფიცი
1. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას.
3. სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცის დადებამდე ან წერილობითი ვალდებულების აღებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური).
მუხლი 4. შეზღუდვები მოქალაქისათვის, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება
მოქალაქეს, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, კანონმდებლობით შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვები სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას.
მუხლი 5. უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვალდებულებანი
1. მოქალაქეობის არმქონე საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი მიიჩნევა სამხედრო ვალდებულად და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები.
2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე პირადი სურვილით და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება დებულებით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. თუ სპეციალურად არ არის აღნიშნული, ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირზეც.
4. ამ მუხლში ჩამოთვლილ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი დადგენილია ამ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 6. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებული არიან:
ა) შეატყობინონ მოქალაქეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში მისი გამოძახების შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მიიღონ ზომები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში მოქალაქის გამოძახების შესახებ.
11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია გაწვევამდე ერთი თვით ადრე შეკითხვით მიმართოს წვევამდელს მის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლების გამოყენების თაობაზე.
2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებული არიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღონ სამხედრო ვალდებული სამუშაოზე ან არ ჩარიცხონ სასწავლებელში.
3. (ამოღებულია).
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს აცნობონ მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში გაწვევას ანდა სამხედრო სამსახურის გავლას.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოცხადებას ანდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას.
8. გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედროვალდებულის ან რეზერვისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
9. სასამართლოები ვალდებული არიან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის მიმართ – სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე.
10. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65
საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 .0 7 .200 7 წ., მუხ. 308
საქართველოს 200 8 წლის 2 1 მარტ ის კანონი № 5979 - სსმ I, № 9 , 04 .0 4 .200 8 წ., მუხ. 66
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
მუხლი 7. სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
საქართველოს 200 7 წლის 1 1 ივლის ის კანონი № 5239 - სსმ I, № 29 , 27 .0 7 .200 7 წ., მუხ. 308
მუხლი 8. მოქალაქის მატერიალური უზრუნველყოფა სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო შეკრებების გავლასთან დაკავშირებით
1. სამხედრო აღრიცხვის ჩატარების, სამხედრო სამსახურისათვის აუცილებელი მომზადებისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სამედიცინო შემოწმების დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაო (სწავლების) ადგილისა და ამ ადგილზე საშუალო ხელფასის (სტიპენდიის) შენარჩუნებით.
2. სამხედრო შეკრებების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაოს (სწავლების) ადგილის შენარჩუნებით. მას ხელფასის (სტიპენდიის) სახით უხდიან სამხედრო თანამდებობის ან სამხედრო წოდების ფულად სარგოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან შესაბამისი უწყების სახსრებიდან.
3. სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზე გაწვეული მოქალაქე სამსახურამდე და უკან მგზავრობისას უზრუნველყოფილია გაწვევით სამხედრო სამსახურში მყოფი მოსამსახურისათვის დაწესებული კვების ნორმებით გათვალისწინებული ულუფით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან შესაბამისი უწყების სახსრებიდან.
თავი II
სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი
მუხლი 9. სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქის ასაკი
18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება – ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.
მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა
1. სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ სასწავლებელში ირიცხებიან, სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან და მსმენელებად იწოდებიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, სრული ზოგადი ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირები:
ა) რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) რომლებიც იმყოფებიან რეზერვში;
გ) რომლებიც არიან საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურეები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მსმენელებს (გარდა რეზერვში შესაბამისი სამხედრო წოდების მქონე პირისა) სამხედრო სასწავლებლის შესაბამისი კურსის (პროგრამის) დამთავრებამდე ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება – რიგითის წოდება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსმენელს სამხედრო სასწავლებელში სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ მან იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და რიგითის წოდებით ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში. მსმენელი (გარდა კადრის სამხედრო მოსამსახურისა) არის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე.
3. ოფიცრის შესაბამისი კურსის სტუდენტს სამხედრო შეკრების გავლისას აქვს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი სამხედრო წოდების მინიჭების გარეშე და ამ დროს მასზე ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის ყველა უფლება-მოვალეობა.
საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 2 7 დეკემბრ ის კანონი № 4197 - სსმ I, № 49 , 29 . 12 .200 6 წ., მუხ. 370
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილ ის კანონი №4702 - სსმ I, № 1 7, 1 7. 05 .2007 წ., მუხ.134
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04. 05 .2010 წ., მუხ.134
თავი III
სამხედრო აღრიცხვა
მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე
1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:
ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული;
ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა;
გ) სამხედრო სამსახურში მყოფი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები;
ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი;
ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული;
ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.
საქართველოს 1999 წლის 19 მარტ ის კანონი № 1849 - სსმ I, № 12(19) , 06 .0 4 . 1999 წ., მუხ. 42
საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18
საქართველოს 2004 წლის 2 4 დეკემბრ ის კანონი №811 - სსმ I, № 3 9, 25.12.2004 წ., მუხ. 1 90
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94
საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4514 - სსმ I, №13, 16.04.2007 წ., მუხ.112
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
მუხლი 12. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები
1. მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების რეზერვში იმყოფებიან, ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროები ამ კანონით დადგენილი წესით.
3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი განისაზღვრება დებულებით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1849 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.42
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
მუხლი 13. მოქალაქის პირველადი სამხედრო აღრიცხვა
1. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამისი სამსახური, იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი.
1 1 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ სრული მონაცემების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, აგრეთვე ამ მონაცემებს აცნობებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2. პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეს ეწოდება წვევამდელი.
3. ქალის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამობილიზაციო განყოფილება მას შემდეგ, რაც ის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას შეიძენს.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 14. სამხედრო-სააღრიცხვო კომისია
1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ამტკიცებს მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიას შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის უფროსი;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებას;
დ) კომისიის მდივანი.
2. მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისია ვალდებულია:
ა) ჩაატაროს მოქალაქის სამედიცინო შემოწმება და განსაზღვროს მისი ვარგისიანობა სამხედრო სამსახურისათვის;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ან ჯანმრთელობის მდგომარეობით სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობის გამო სამხედრო ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლების შესახებ;
გ) ჩაატაროს მოქალაქის პროფესიულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა სამხედრო სამსახურში მისი გამოყენების დასადგენად.
3. მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია გააცნოს მოქალაქეს კომისიის გადაწყვეტილება და მისი ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 15. მოქალაქის შემოწმება სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად
1. მოქალაქემ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას უნდა გაიაროს ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, ფსიქიატრის, ნარკოლოგის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექიმ-სპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება. თუ სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის ვარგისიანობის შესახებ სამედიცინო დასკვნის ადგილზე მიღება შეუძლებელია, მოქალაქეთა სამხედრო-საააღრიცხვო კომისიას შეუძლია გაგზავნოს იგი ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული ან სტაციონარული გამოკვლევისათვის.
2. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას სამედიცინო შემოწმების ხარჯების დაფინანსება და სამედიცინო კომისიების წევრი ექიმ-სპეციალისტების შრომითი ანაზღაურება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის ხარჯზე, კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების შესაბამისად.
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
მუხლი 16. მოქალაქის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით
1. მოქალაქე სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში გამოცხადდეს იმ მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – იმ რაიონის კომისიის თავმჯდომარის გამოძახებით, სადაც იგი მუდმივად (3 თვეზე მეტი ხნით) ან დროებით ცხოვრობს.
2. მოქალაქე, რომელიც დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით, ვალდებულია რეზერვში ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამობილიზაციო განყოფილებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამის სამსახურში ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას კი – იმავე ვადაში საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ცნობა თავისი ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის და თანამდებობის შეცვლის და განათლების შესახებ.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
თავი IV
მოქალაქის მომზადება სამხედრო სამსახურისათვის
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 18. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3428 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.224
მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
თავი V
საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევა
მუხლი 20. გაწვევის საფუძველი
1. სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.
2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სამსახურში. პირი სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190
საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2700 - სსმ I, №7, 20.03.2006 წ., მუხ.52
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას
1. ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდას.
2. გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
21. წვევამდელი, რომელსაც სურს გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლება, ვალდებულია ამის შესახებ გაწვევამდე ერთი თვით ადრე აცნობოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.
3. 27 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე არ გაიწვევა სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში.
4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქის სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2185 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.145
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 22. სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადები
1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
2. გაწვევის დაწყების კონკრეტული ვადები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234
მუხლი 23. სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
1. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურში გაწვევას (გარდა წვევამდელებისა) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.
3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და დებულებით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
31. გაწვევის განყოფილება გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 24. გამწვევი კომისია
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის გამწვევი კომისია. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. გამწვევ კომისიაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის უფროსი;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები;
დ) კომისიის მდივანი.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 25. გამწვევი კომისიის ვალდებულებანი და მუშაობის წესი
1. გამწვევ კომისიას ეკისრება თავისი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღება:
ა) სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ;
ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;
გ) სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების შესახებ;
დ) სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;
ე) სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ.
2. მოქალაქის მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავის არიდების შემთხვევაში გამწვევი კომისია შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.
3. მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისია წვევამდელს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) შემდეგ ადგენს წვევამდელის ვარგისიანობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ სამხედრო ძალების სახეობას, სადაც მან უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი.
4. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის საფუძველზე. მისი გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სამედიცინო კომისიის დასკვნას, რომელმაც შეამოწმა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის დასადგენად.
5. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე კომისიის გადაწყვეტილებას უცხადებს სამხედრო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს. ამ მოქალაქის მოთხოვნით, გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს.
6. მოქალაქეს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიაში ან სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება შეჩერდება ცენტრალური გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
მუხლი 251. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელზე ზედამხედველობა
1. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღებ და მიღებულ შემოსავალზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული გაწვევის ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში ამ კანონის 25-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრო დასკვნას წარუდგენს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალებს გადაუგზავნის შესაბამის ორგანოებს.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
შეცდომის გასწორება - სსმ I, №16, 13.06.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
მუხლი 26. ცენტრალური გამწვევი კომისია
1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია და იმავე ბრძანებულებით განისაზღვრება ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება – მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომლის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის წევრები – სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის და პროკურატურის წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;
დ) კომისიის მდივანი.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
მუხლი 27. სამედიცინო შემოწმება
1. სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.
2. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით;
გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;
ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.
3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო ძალებში გასაწვევ წვევამდელთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი
წვევამდელი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გამოძახებით გამოცხადდეს სამედიცინო შემოწმებისა და გამწვევი კომისიის სხდომაზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის უწყებით – სამხედრო სამსახურში გასაწვევად.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
თავი VI
სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება და გაწვევის გადავადება
მუხლი 29. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება
1. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;
ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;
გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;
დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;
ე) ასპირანტი;
ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;
ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
მუხლი 30. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;
ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე;
გ 1 ) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;
დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;
ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;
ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;
თ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;
ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;
კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;
ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;
მ) არის დედისერთა;
ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;
ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;
პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.
2. თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.
3. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1208 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.92
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3540 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.311
თავი VII
სამხედრო სამსახური
მუხლი 31. სამხედრო სამსახური
1. სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და დებულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.
2. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.
4. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:
ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;
ბ) სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;
გ) საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულება;
დ) საველე სწავლებასა და გემების ლაშქრობაში მონაწილეობა;
ე) მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება;
ვ) სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით;
ზ) სამსახურებრივ მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნა;
თ) სამსახურის ადგილამდე და უკან მგზავრობა;
ი) სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;
კ) სამხედრო შეკრებების გავლა;
ლ) ტყვედ (გარდა ნებაყოფლობით ტყვედ დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;
მ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;
ნ) სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა;
ო) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;
პ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად;
ჟ) მის მიმართ უკანონოდ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.
5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას პირს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 32. სამხედრო სამსახურის ვადები
1. სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე;
ა 1 ) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელისათვის – არანაკლებ 3 წლისა, გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა 2 ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კონტრაქტით;
ბ) (ამოღებულია);
გ) (ამოღებულია);
დ) კადრის ოფიცრისათვის - არანაკლებ 10 წელი;
ე) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურისათვის – 18 თვე.
2. სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე.
3. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.
4. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2396 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.226
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1207 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.91
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98
მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი
1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/წოდებისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხა, მათი კოდები და საკარიერო გვარეობები, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობების მინიჭების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 34. სამხედრო ფორმის ტანსაცმელი
1. სამხედრო მოსამსახურეთათვის წესდება ჯარის შესაბამის სახეობათა ფორმის ტანსაცმელი.
2. სამხედრო ფორმის ტანსაცმელს და განმასხვავებელ ნიშნებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მათი ტარების წესს – საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი
1. სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია:
ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობებისათვის – 50 წელი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 45 წელი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის:
გ.ა) პოლკოვნიკამდე – 50 წელი;
გ.ბ) პოლკოვნიკისთვის – 55 წელი;
დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის – 60 წელი.
2. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი 5 წლამდე ვადით შეიძლება გაუგრძელდეთ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.42
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა
1. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ან შეზღუდულად ვარგისად ცნო.
2. სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.
4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამოირიცხება სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან.
5. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დათხოვნილი იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234
მუხლი 37. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა
1. ვადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ.
2. უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, მიუხედავად სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისა შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით (გადადგომით).
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2447 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.395
თავი VIII
სამხედრო წოდებები
მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებები
1. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობები და სამხედრო წოდებებია:
ა) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) შემადგენლობები:
ა.ა) რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობა:
ა.ა.ა) საჯარისო (სახმელეთო, საჰაერო) სამხედრო წოდებები: რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი;
ა.ა.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი;
ა.ბ) უმცროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი;
ა.ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი;
ა.გ) უფროსი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.გ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი;
ა.გ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი;
ა.დ) მთავარი სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა:
ა.დ.ა) საჯარისო სამხედრო წოდება – მთავარი სერჟანტი;
ა.დ.ბ) საზღვაო ძალების წოდება – მთავარი მიჩმანი;
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა:
ბ.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
ბ.ბ) საზღვაო ძალების წოდებები: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი;
გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობები:
გ.ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
გ.ბ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი;
გ.გ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი;
გ.დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო ძალების წოდებები: კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი.
2. პირველადი სამხედრო წოდება ენიჭებათ:
ა) რიგითის წოდება:
ა.ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირს;
ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს;
ბ) ლეიტენანტის წოდება:
ბ.ა) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუ იგი აკმაყოფილებს თანამდებობისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ.ბ) პირს, რომელმაც გაიარა:
ბ.ბ.ა) სამხედრო სასწავლებლის ბაკალავრიატის პროგრამა, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ბ.ბ.ბ) ოფიცრის საკანდიდატო კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ.ბ.გ) ოფიცრის შესაბამისი კურსი, სტუდენტად ყოფნის პერიოდში, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ.ბ.დ) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
3. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება (გარდა უმაღლესი ოფიცრისა) ენიჭება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:
ა) სამხედრო მოსამსახურის სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა (გარდა ამ მუხლის თანახმად მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევისა) გავიდა;
ბ) სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი სამხედრო წოდებისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.
4. მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი მინიმალური ვადები:
ა) რიგითიდან (საზღვაო რიგითიდან) I კლასის რიგითამდე (I კლასის საზღვაო რიგითამდე) – 1 წელი;
ბ) I კლასის რიგითიდან (I კლასის საზღვაო რიგითიდან) კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე (საზღვაო კაპრალამდე ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტამდე) – 2 წელი;
გ) კაპრალიდან ან კაპრალ-სპეციალისტიდან (საზღვაო კაპრალიდან ან საზღვაო კაპრალ-სპეციალისტიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 2 წელი;
დ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 2 წელი;
ე) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 3 წელი;
ვ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 5 წელი;
ზ) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 5 წელი;
თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 3 წელი;
ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
კ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (III რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
ლ) მაიორიდან (III რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (II რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი;
მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (II რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (I რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.
5. უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად ვადა არ დგინდება. ამ წოდების მისანიჭებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებების მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებით დგინდება, რომ:
ა) სამხედრო მოსამსახურეს (გარდა რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობისა) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება განსაკუთრებული დამსახურებისათვის შეიძლება ვადამდე მიენიჭოს;
ბ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მშვიდობის აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო მისიებში წარგზავნილ ოფიცერს მივლინების პერიოდში დროებით შეიძლება მიენიჭოს უფრო მაღალი სამხედრო წოდება (მათ შორის, საფეხურის გამოტოვებით) იმ თანამდებობის მიხედვით, რომელზედაც იგი დაინიშნება საერთაშორისო მისიაში. წოდების დროებით მინიჭებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
7. სამხედრო მოსამსახურეებს:
ა) უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებას და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეიტენანტის სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
გ) უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობების (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამხედრო წოდებებს და ვადამდე სერჟანტების (მიჩმანების) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
დ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის I კლასის რიგითიდან (I კლასის საზღვაო რიგითიდან) მასტერ სერჟანტის (მასტერ მიჩმანის) ჩათვლით სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის სარდალი, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
ე) მთავარი სერჟანტის (მთავარი მიჩმანის) სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურის რიგითის (საზღვაო რიგითის) და I კლასის რიგითის (I კლასის საზღვაო რიგითის) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ნაწილის მეთაური;
ზ) პირველად სამხედრო წოდებას (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ანიჭებს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირის სამხედრო სამსახურში გაწვევისა და ჩარიცხვის უფლებამოსილება;
თ) ამ პუნქტის „ბ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო წოდებებს სხვა სახელმწიფო უწყებაში ანიჭებს ამ უწყების ხელმძღვანელი.
8. სპეციალური წოდების მქონე პირები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.
საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №297 - სსმ I, №21, 01.06.2000 წ., მუხ.53
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1891 - სსმ I, №42, 29.07.2005 წ., მუხ.300
საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3428 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ., მუხ.224
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.42
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №788 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.256
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3394 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.262
მუხლი 39. სამხედრო წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა
1. სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. ნასამართლობის მოხსნის (გაბათილების) ან რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სამხედრო წოდება, მათი სურვილისამებრ, უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება.
3. სამხედრო მოსამსახურე შეიძლება სამხედრო წოდებით ერთი საფეხურით ჩამოაქვეითონ ან აღადგინონ წინანდელ სამხედრო წოდებაში საერთო საჯარისო წესდებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განაზღვრული წესით.
თავი IX
(ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
მუხლი 40. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
მუხლი 41. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
მუხლი 42. (ამოღებულია)
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
მუხლი 43. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2185 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.145
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
მუხლი 44. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.370
თავი X
პასუხისმგებლობა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 45. მოქალაქისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
1. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის გამოძახებით მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც სამხედრო სამსახურში ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის უწყების მიღებისას მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ან უკანონოდ გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან ანდა გადაუვადდება იგი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, დოკუმენტური დადასტურებით, არის მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.
3. სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო შემოწმებაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
თავი XI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 46. მოქალაქენი, რომლებიც თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან
1. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქეები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის შეუსრულდათ 25 წელი, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.
2. ამ კანონით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავისუფლდებიან 1972 წელს დაბადებული წვევამდელები.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-5–8 პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი და 11 პუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-16 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 28-ე მუხლი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
4. სამხედრო სამსახურში გადავადების საფუძვლებს, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, წარმოადგენს:
ა) ერთი ან ერთზე მეტი შვილის ყოლა იმ პირთათვის, რომლებიც სარგებლობდნენ ან შეეძლოთ ესარგებლათ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით;
ბ) 2002 წლის 15 ივლისამდე წვევამდელის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა – სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 24 წლის ასაკისა.
5. ამ კანონის 30-ე მუხლის „გ 1 “ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის პირველი აპრილიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის შემდეგ.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებიათ სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:
ა) მათ სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) ისინი იმყოფებოდნენ სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის დამამთავრებელ კურსზე აღნიშნული კათედრის გაუქმების დროისათვის;
გ) მათ სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები კათედრის გაუქმების გამო.
7. ამ კანონის მე-10 მუხლი და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც 2009-2010 სასწავლო წლამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებენ საშუალო პროფესიულ განათლებას.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომლებსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებიათ სამხედრო წოდება, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში, თუ:
ა) მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები;
ბ) ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის დამამთავრებელ კურსზე აღნიშნული კათედრის გაუქმების დროისათვის;
გ) მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარეს სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარეს სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები კათედრის გაუქმების გამო.
9. 2009 წლის 2 აპრილამდე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან შემცირება განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.
10. ამოღებულია.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1209 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.93
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2958 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.108
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4703 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.135
საქართველოს 2009 წლის 13 მარტის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24.03.2009 წ., მუხ.20
საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3394 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.262
მუხლი 461. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებულ პირთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა
1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული პირები, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირებისა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.
2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირები, რომლებიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე არიან ამნისტირებულნი და რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან მიმდინარეობდა საქმის სასამართლოში განხილვა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული სამხედრო მოსამსახურეები ამოირიცხებიან სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის პირადი შემადგენლობის სიიდან.
საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №698 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.151
მუხლი 46 2 . სამხედრო სამსახურის ვადა 2008 წლის 1 იანვრამდე
1. ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნეს 2008 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2008 წლის 1 იანვრამდე გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვროს 18 თვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის 18-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 12 თვით.
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148
საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1049 - სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.58
მუხლი 463. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გადასულ პირთა სპეციალური წოდებების შესაბამის სამხედრო წოდებებთან გათანაბრება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირთა ნუსხა, რომელთა სპეციალური წოდებები გაუთანაბრდება შესაბამის სამხედრო წოდებებს, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების შემთხვევაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში.
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №788 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.256
მუხლი 46 4 . სამხედრო წოდებების გათანაბრება
1. ამ მუხლის ამოქმედების დღისთვის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სამხედრო წოდებები გაუთანაბრდეს ამ მუხლის ამოქმედებიდან გაუქმებულ (შეცვლილ) სამხედრო წოდებებს:
ა) ეფრეიტორი და II კლასის ეფრეიტორი – რიგითს, ხოლო მატროსი, უფროსი მატროსი და II კლასის მატროსი – საზღვაო რიგითს;
ბ) I კლასის ეფრეიტორი – I კლასის რიგითს, ხოლო I კლასის მატროსი – I კლასის საზღვაო რიგითს;
გ) ბატალიონის სერჟანტი და შტაბის სერჟანტი – მასტერ სერჟანტს, ხოლო ხომალდის მიჩმანი და შტაბის მიჩმანი – მასტერ მიჩმანს;
დ) ბრიგადის სერჟანტი – მთავარ სერჟანტს;
ე) უმცროსი ლეიტენანტი – ლეიტენანტს;
2. შესაბამისმა უწყებებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვში მყოფი პირების სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო წოდებების გათანაბრების მიზნით.
3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც წოდება გაუთანაბრდა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათანაბრებული სამხედრო წოდებით ნამსახურობის ვადაში ჩაეთვალოს ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან იმსახურა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გასათანაბრებელი სამხედრო წოდებით.
4. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე მის ამოქმედებამდე მინიჭებულ სამხედრო წოდებებზე.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
მუხლი 46 5 . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საშტატო ნუსხების შეცვლა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2010 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის რიგითების, კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობების სამხედრო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანა საშტატო ნუსხებით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საშტატო-წოდებრივი კატეგორიების შეცვლის მიზნით;
ბ) სამხედრო წოდებებისა და საშტატო ნუსხებით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134
თავი XII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე:
ა) ძალადაკარგულად ჩაითვალოს 'საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 136).
ბ) „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6. მუხ. 99) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო” და ძალადაკარგულად ჩაითვალოს კანონის მე-2 თავი.
გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის №861-Iს დადგენილება „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ.
დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №629 ბრძანებულების „საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ პირველი პუნქტის პირველი – მე-3 აბზაცები და მე-2 – მე-10 პუნქტები.
საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
მუხლი 48. კანონის ამოქმედება და მისაღები ნორმატიული აქტები
1.(ამოღებულია).
11. ამ კანონის მე-2 მუხლის 1 3 პუნქტი გავრცელდეს 2007 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 17 სექტემბერი.
№860–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1849 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.42
2. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1987 - სსმ I, №21(28), 14.06.1999 წ., მუხ.103
3. საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2185 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.145
4. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2396 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.226
5. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
6. საქართველოს 2000 წლის 16 მაისის კანონი №297 - სსმ I, №21, 01.06.2000 წ., მუხ.53
7. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
8. საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონი №698 - სსმ I, №51, 30.12.2000 წ., მუხ.151
9. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83
10. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18
11. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65
შეცდომის გასწორება - სსმ I, №16, 13.06.2003 წ., გვ.2
12. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148
13. საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178
14. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190
15. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234
16. საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1049 - სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.58
17. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1207 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ ., მუხ .91
18. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1208 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ ., მუხ .92
19. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1209 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ ., მუხ .93
20. საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1891 - სსმ I, №42, 29.07.2005 წ ., მუხ .300
21. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2447 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ ., მუხ .395
22. საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2700 - სსმ I, №7, 20.03.2006 წ ., მუხ .52
23. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ ., მუხ .94
24. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2958 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ ., მუხ .108
25. საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3428 - სსმ I, №27, 17.07.2006 წ ., მუხ .224
26. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4197 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ ., მუხ .370
27. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4327 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ ., მუხ .42
28. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4514 - სსმ I, №13, 16.04.2007 წ ., მუხ .112
29. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ ., მუხ .134
30. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4703 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ ., მუხ .135
31. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ ., მუხ .162
32. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ ., მუხ .308
33. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5979 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ ., მუხ .66
34. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №72 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ ., მუხ .94
35. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №788 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ .256
36. საქართველოს 2009 წლის 13 მარტის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24.03.2009 წ ., მუხ .20
37. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ ., მუხ .98
38. საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ ., მუხ .268
39. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2728 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ ., მუხ .64
40. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ ., მუხ .134
4 1 . საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3394 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ ., მუხ .262
4 2 . საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3540 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ ., მუხ .311
4 3 .საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
დოკუმენტის კომენტარები