დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართევლოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 18/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.05.001.001.768 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ.16) 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს, რომლებიც ამ კანონის მე-19 მუხლის (რეზერვისტთა მომზადება) ძალაში შესვლამდე გადიოდნენ სამხედრო კათედრის დამამთავრებელ კურსს, სამხედრო კათედრა ჩაეთვალოთ გავლილად და სამკვირიანი სამხედრო შეკრების შემდგომ მიენიჭოთ სერჟანტის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ შეიარაღებული ძალების რეზერვში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 მარტი.
№1209–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები