დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5239 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/07/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 27/07/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.05.001.002.975 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–14 პუნქტები:
„11. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.
2. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებული არიან:
ა) შეატყობინონ მოქალაქეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში მისი გამოძახების შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მიიღონ ზომები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში მოქალაქის გამოძახების შესახებ.
11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია გაწვევამდე ერთი თვით ადრე შეკითხვით მიმართოს წვევამდელს მის მიერ ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლების გამოყენების თაობაზე.
2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებული არიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღონ სამხედრო ვალდებული სამუშაოზე ან არ ჩარიცხონ სასწავლებელში.
3. აკრძალულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე;
ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს აცნობონ მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში გაწვევას ანდა სამხედრო სამსახურის გავლას.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში აწარმოოს ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავოს ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოცხადებას ანდა სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას.
8. წინასწარი გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო ვალდებულის ან რეზერვისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.
9. სასამართლოები ვალდებული არიან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის მიმართ – სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე.
10. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.
მუხლი 7. სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.
3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქეთა (წვევამდელთა, რეზერვისტთა) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურები მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.
4. მე-13 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამისი სამსახური, იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი.
11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ სრული მონაცემების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, აგრეთვე ამ მონაცემებს აცნობებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“.
5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ამტკიცებს მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიას შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის უფროსი;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებას;
დ) კომისიის მდივანი.“.
6. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქე სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში გამოცხადდეს იმ მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – იმ რაიონის კომისიის თავმჯდომარის გამოძახებით, სადაც იგი მუდმივად (3 თვეზე მეტი ხნით) ან დროებით ცხოვრობს.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამის სამსახურში ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას კი – იმავე ვადაში საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ცნობა თავისი ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის და თანამდებობის შეცვლის და განათლების შესახებ.“.
7. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. 21-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. წვევამდელი, რომელსაც სურს გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლება, ვალდებულია ამის შესახებ გაწვევამდე ერთი თვით ადრე აცნობოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.“.
9. 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურში გაწვევას (გარდა წვევამდელებისა) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.“.
10. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. გამწვევი კომისია
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის გამწვევი კომისია. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
2. გამწვევ კომისიაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის უფროსი;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები;
დ) კომისიის მდივანი.“.
11. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღებ და მიღებულ შემოსავალზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული გაწვევის ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში ამ კანონის 25-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.“.
12. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი
წვევამდელი ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გამოძახებით გამოცხადდეს სამედიცინო შემოწმებისა და გამწვევი კომისიის სხდომაზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის უწყებით – სამხედრო სამსახურში გასაწვევად.“.
13. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:
„ა2) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კონტრაქტით;“.
14. 38-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ბრიგადის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი;“;
ა.ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი;“;
ბ) 41 და 42 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სამხედრო წოდებას ანიჭებს:
ა) უმაღლესი ოფიცრის წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) უმცროსი და უფროსი ოფიცრის წოდებებს – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;
გ) კაპრალიდან (სპეციალისტიდან) – ბრიგადის სერჟანტის (შტაბის მიჩმანის) ჩათვლით წოდებებს – შესაბამის ჯარის სახეობათა სარდალი, ხოლო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში – გაერთიანებული შტაბის უფროსი;
დ) მთავარი სერჟანტის (მთავარი მიჩმანის) წოდებას – გაერთიანებული შტაბის უფროსი;
ე) რიგითის (მატროსის), ეფრეიტორის (უმცროსი მატროსის), მეორე კლასის ეფრეიტორის (მეორე კლასის მატროსის) და პირველი კლასის ეფრეიტორის (პირველი კლასის მატროსის) წოდებებს – შესაბამისი ნაწილის მეთაური;
ვ) სხვა სახელმწიფო უწყებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის წოდებას – ამ უწყების ხელმძღვანელი.
10. პირველადი სამხედრო წოდება ენიჭებათ:
ა) ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდება – აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულს და სამხედრო სამსახურში მყოფ უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც ჩაირიცხებიან სამხედრო სასწავლებელში, ოფიცრის ძირითადი კურსის დამთავრების შემდეგ;
ბ) უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდება – სამხედრო სამსახურში მყოფ საშუალო ან/და საშუალო სპეციალური სამოქალაქო განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში, ოფიცრის ძირითადი კურსის დამთავრების შემდეგ;
გ) კაპრალის (სპეციალისტის) პირველადი სამხედრო წოდება – პირს, რომელიც ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში;
დ) რიგითის პირველადი სამხედრო წოდება – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირს.“;
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და კადრის ოფიცრებისათვის მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი ვადა:
ა) კაპრალიდან (საზღვაო კაპრალიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 6 თვე;
ბ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 1 წელი;
გ) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 2 წელი;
დ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 3 წელი;
ე) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) ბატალიონის სერჟანტამდე (ხომალდის მიჩმანამდე) – 4 წელი;
ვ) ბატალიონის სერჟანტიდან (ხომალდის მიჩმანიდან) ბრიგადის სერჟანტამდე (შტაბის მიჩმანამდე) – 5 წელი;
ზ) ბრიგადის სერჟანტიდან (შტაბის მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 5 წელი;
თ) უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე – 1 წელი;
ი) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;
კ) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
ლ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
მ) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი;
ნ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.“;
ე) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 პუნქტები:
„121. მორიგი სამხედრო წოდება სამხედრო მოსამსახურეს, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის გავლის ვადის გასვლისა, მიენიჭება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარების შემდეგ. საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურისათვის შესაბამისი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დგინდება სამხედრო სამსახურის დამატებითი ვადები:
ა) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 8 წლამდე;
ბ) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 7 წლამდე;
გ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 6 წლამდე;
დ) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) ბატალიონის სერჟანტამდე (ხომალდის მიჩმანამდე) – 5 წლამდე;
ე) ბატალიონის სერჟანტიდან (ხომალდის მიჩმანიდან) ბრიგადის სერჟანტამდე (შტაბის მიჩმანამდე) – 5 წლამდე;
ვ) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წლამდე;
ზ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 3 წლამდე.
122. ამ მუხლის 121 პუნქტში აღნიშნული დამატებითი ვადის გასვლამდე შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს მიენიჭება მორიგი სამხედრო წოდება.“;
ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სამხედრო წოდებას ვადამდე ანიჭებს:
ა) ვიცე-პოლკოვნიკის (მეორე რანგის კაპიტნის) ჩათვლით – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი;
ბ) პოლკოვნიკს (პირველი რანგის კაპიტანს) – საქართველოს პრეზიდენტი.“.
15. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის გამოძახებით მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის ან სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც სამხედრო სამსახურში ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის უწყების მიღებისას მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ან უკანონოდ გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან ანდა გადაუვადდება იგი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, დოკუმენტური დადასტურებით, არის მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.“.
16. 48-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ კანონის მე-2 მუხლის 13 პუნქტი გავრცელდეს 2007 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5239–რს
დოკუმენტის კომენტარები