სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 860
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.000.239
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
860
17/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
120.260.020.05.001.000.239
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/04/2006 - 30/06/2006)

საქართველოს კანონი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სამხედრო ვალდებულება

     1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.

     2. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს:

    ა) სამხედრო აღრიცხვას;

    ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;

    გ) სამხედრო სამსახურს;

    დ) რეზერვს.

    მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები

    1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის, ასევე სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის – ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.

    2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94

    მუხლი 3. სამხედრო ფიცი

    1. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

    2. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას.

    3. სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცის დადებამდე ან წერილობითი ვალდებულების აღებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური).

    მუხლი 4. შეზღუდვები მოქალაქისათვის, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება

     მოქალაქეს, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, კანონმდებლობით შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვები სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას.

    მუხლი 5. უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვალდებულებანი

     1. მოქალაქეობის არმქონე საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი მიიჩნევა სამხედრო ვალდებულად და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები.

     2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე პირადი სურვილით და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება დებულებით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    3. თუ სპეციალურად არ არის აღნიშნული, ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირზეც.

    4. ამ მუხლში ჩამოთვლილ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი დადგენილია ამ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით.

    მუხლი 6. სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

    1. სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან:

    ა) შეატყობინონ მოქალაქეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში მისი გამოძახების შესახებ;

    ბ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მიიღონ ზომები ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში მოქალაქის დროულად გამოცხადებისათვის.

    11. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილება ვალდებულია, გაწვევამდე ერთი თვით ადრე შეკითხვით მიმართოს წვევამდელს მის მიერ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლების გამოყენების თაობაზე.

    2. სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არ მიიღონ სამხედრო ვალდებული სამუშაოზე ან ჩარიცხონ სასწავლებელში.

    3. აკრძალულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

    4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული ორგანოები კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ვალდებულნი არიან:

    ა) რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო რეზერვისტების თაობაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებას (შემდგომში – სამობილიზაციო განყოფილებას);

    ბ) მოქალაქის რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის განმავლობაში შესაბამის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას აცნობონ მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი, ხოლო რეზერვისტების თაობაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებას (შემდგომში – სამობილიზაციო განყოფილებას);

    გ) აწარმოონ ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავონ ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზე გაწვევას, ანდა სამხედრო სამსახურის ან სამხედრო შეკრების გავლას.

    5. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ხოლო რეზერვისტების თაობაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებას (შემდგომში – სამობილიზაციო განყოფილებას).

    6. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო ვალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე, ხოლო რეზერვისტების თაობაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებას (შემდგომში – სამობილიზაციო განყოფილებას).

    7. სასამართლოები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას 10 დღის ვადაში აცნობონ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ხოლო რეზერვისტების თაობაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებას (შემდგომში – სამობილიზაციო განყოფილებას).

    8. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია ვალდებულია შესაბამის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის ინვალიდად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო რეზერვისტების თაობაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო განყოფილებას (შემდგომში – სამობილიზაციო განყოფილებას).

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

    მუხლი 7. სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა

    საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.

    მუხლი 8. მოქალაქის მატერიალური უზრუნველყოფა სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო შეკრებების გავლასთან დაკავშირებით

    1. სამხედრო აღრიცხვის ჩატარების, სამხედრო სამსახურისათვის აუცილებელი მომზადებისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სამედიცინო შემოწმების დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაო (სწავლების) ადგილისა და ამ ადგილზე საშუალო ხელფასის (სტიპენდიის) შენარჩუნებით.

    2. სამხედრო შეკრებების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაოს (სწავლების) ადგილის შენარჩუნებით. მას ხელფასის (სტიპენდიის) სახით უხდიან სამხედრო თანამდებობის ან სამხედრო წოდების ფულად სარგოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან შესაბამისი უწყების სახსრებიდან.

    3. სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზე გაწვეული მოქალაქე სამსახურამდე და უკან მგზავრობისას უზრუნველყოფილია გაწვევით სამხედრო სამსახურში მყოფი მოსამსახურისათვის დაწესებული კვების ნორმებით გათვალისწინებული ულუფით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან შესაბამისი უწყების სახსრებიდან.

თავი II

სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი

    მუხლი 9. სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქის ასაკი

    18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება – ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.

    მუხლი 10 . სამხედრო სასწავლებელში სწავლა

    1. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი), რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებია 27 წელი, მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში და იწოდება კურსანტად. სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში კურსანტს, რომელმაც იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის ამ კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება რეზერვის შესაბამის კატეგორიაში.

    2. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე რეზერვში მყოფი მოქალაქე, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხებიან სამხედრო სასწავლებელში და იწოდებიან მსმენელად. მსმენელი ითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) ან კადრის სამხედრო სამსახურში მყოფად.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

                                                                              თავი III

სამხედრო აღრიცხვა

    მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე

    1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:

    ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული;

    ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა;

    გ) სამხედრო სამსახურში მყოფი;

    დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები;

    ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი;

    ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული;

    ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტ ის კანონი № 1849 - სსმ I,  № 12(19) , 06 .0 4 . 1999 წ., მუხ. 42

საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18

საქართველოს 2004 წლის 2 4 დეკემბრ ის კანონი №811 - სსმ I, № 3 9, 25.12.2004 წ., მუხ. 1 90

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94

    მუხლი 12 . სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები

    1. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებები, ხოლო რეზერვისტებისას – სამობილიზაციო განყოფილება მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების რეზერვში იმყოფებიან, ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები ამ კანონით დადგენილი წესით.

    3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი განისაზღვრება დებულებით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტ ის კანონი № 1849 - სსმ I,  № 12(19) , 06 .0 4 . 1999 წ., მუხ. 42

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18

საქართველოს 2004 წლის 2 4 დეკემბრ ის კანონი №811 - სსმ I, № 3 9, 25.12.2004 წ., მუხ. 1 90

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94

    მუხლი 13. მოქალაქის პირველადი სამხედრო აღრიცხვა

    1. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებები იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი.

    11. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილება მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ სრული მონაცემების ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, აგრეთვე ამ მონაცემებს აცნობებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და ფინანსთა სამინისტროს.

    2. პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეს ეწოდება წვევამდელი.

    3. ქალის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამობილიზაციო განყოფილება მას შემდეგ, რაც ის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას შეიძენს.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 14. სამხედრო-სააღრიცხვო კომისია

    1. ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიას ამტკიცებს შემდეგი შემადგენლობით:

    ა) კომისიის თავმჯდომარე – რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;

    ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების უფროსი;

    გ) კომისიის წევრები: საქართველოს შინაგან საქმეთა, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებას;

    დ) კომისიის მდივანი.

    2. მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისია ვალდებულია:

    ა) ჩაატაროს მოქალაქის სამედიცინო შემოწმება და განსაზღვროს მისი ვარგისიანობა სამხედრო სამსახურისათვის;

    ბ) მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ან ჯანმრთელობის მდგომარეობით სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობის გამო სამხედრო ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლების შესახებ;

    გ) ჩაატაროს მოქალაქის პროფესიულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა სამხედრო სამსახურში მისი გამოყენების დასადგენად.

    3. მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია გააცნოს მოქალაქეს კომისიის გადაწყვეტილება და მისი ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

    მუხლი 15. მოქალაქის შემოწმება სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად

    1. მოქალაქემ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას უნდა გაიაროს ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, ფსიქიატრის, ნარკოლოგის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექიმ-სპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება. თუ სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის ვარგისიანობის შესახებ სამედიცინო დასკვნის ადგილზე მიღება შეუძლებელია, მოქალაქეთა სამხედრო-საააღრიცხვო კომისიას შეუძლია გაგზავნოს იგი ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული ან სტაციონარული გამოკვლევისათვის.

    2. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას სამედიცინო შემოწმების ხარჯების დაფინანსება და სამედიცინო კომისიების წევრი ექიმ-სპეციალისტების შრომითი ანაზღაურება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის ხარჯზე, კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 16. მოქალაქის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით

    1. მოქალაქე სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულია ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში გამოცხადდეს იმ რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) კომისიის თავმჯდომარის გამოძახებით, სადაც იგი მუდმივად (3 თვეზე მეტი ხნით) ან დროებით ცხოვრობს.

    2. მოქალაქე, რომელიც დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით, ვალდებულია რეზერვში ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამობილიზაციო განყოფილებაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    3. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას მოქალაქე ვალდებულია 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებაში ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას – იმავე ვადაში საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში, რეზერვისტები კი – სამობილიზაციო განყოფილებაში.

    4. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების ან სამობილიზაციო განყოფილების მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე ვალდებულია 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ცნობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას ან სამობილიზაციო განყოფილებას თავისი ოჯახური მდგომარეობის, რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ფარგლებში საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის და თანამდებობის შეცვლისა და განათლების შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

თავი IV

მოქალაქის მომზადება სამხედრო სამსახურისათვის 

    მუხლი 17. სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის მომზადების სახეები

    1. სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის მომზადება ითვალისწინებს:

    ა) სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას;

    ბ) ფიზიკურ მომზადებას და სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობას;

    გ) სამკურნალო-პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ მუშაობას;

    დ) რეზერვის სამხედრო სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებას სამხედრო ნაწილებში სპეციალურ შეკრებებზე, აგრეთვე პერიოდულად რეზერვის ოფიცრების სამეთაურო მომზადებას.

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელების პროგრამა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 18. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლისათვის მომზადება კადეტთა კორპუსში, ლიცეუმსა და სხვა სახის საშუალო- სპეციალურ სასწავლებლებში

    1. საქართველოს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლებისათვის მოქალაქის მომზადება ხორციელდება კადეტთა კორპუსში, ლიცეუმსა და სამხედრო პროფილის სხვა საშუალო-სპეციალურ სასწავლებლებში. ამ სასწავლებლებში შემსვლელი ობოლი ან მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი პირი ჩაირიცხება უგამოცდოდ, გასაუბრებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით.

    2. პირი, რომელიც წარმატებით დაამთავრებს კადეტთა კორპუსს, ლიცეუმს ან სამხედრო პროფილის სხვა საშუალო-სპეციალურ სასწავლებელს, შეიძლება უგამოცდოდ ჩაირიცხოს უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში.

    მუხლი 19. რეზერვისტთა მომზადება

    1. მოქალაქე რეზერვისტთა მომზადების შესაბამისი პროგრამით მომზადებას ერთი წლის ვადით გადის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში.

    2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული რეზერვისტთა მომზადების შესაბამისი პროგრამის გავლა ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების მოხდად.

    3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეზერვისტთა მომზადების პროგრამას შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    4. უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში მოსამზადებელ რეზერვისტთა რიცხოვნობას სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

თავი V

საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევა

    მუხლი 20. გაწვევის საფუძველი

    1. სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.

    2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სამსახურში. პირი სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი.

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

საქართველოს 2004 წლის 2 4 დეკემბრ ის კანონი №811 - სსმ I, № 3 9, 25.12.2004 წ., მუხ. 1 90

საქართველოს 2006 წლის 2 მარტ ის კანონი № 2700 - სსმ I, № 7 , 2 0 . 03 .200 6 წ., მუხ. 52

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94

    მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას

    1. ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდას.

    2. გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

    21. წვევამდელი, რომელსაც სურს, გამოიყენოს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლება, ვალდებულია, ამის შესახებ გაწვევამდე ერთი თვით ადრე აცნობოს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებას.

    3. 27 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე არ გაიწვევა სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში.

    4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქის სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

    5. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2185 - სსმ I, № 27(34) , 06 .0 7 . 1999 წ., მუხ. 145

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 22. სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადები

    1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

    2. გაწვევის დაწყების კონკრეტული ვადები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234

    მუხლი 23. სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

    1. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.

    2. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აწარმოებს რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანო, ხოლო საკონტრაქტო პროფესიულ სამხედრო სამსახურში გაწვევას (გარდა წვევამდელებისა) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.

    3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და დებულებით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

     31. გაწვევის განყოფილება გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 24. გამწვევი კომისია

    1. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) გამწვევი კომისია. კომისიას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

    2. გამწვევ კომისიაში შედიან:

    ა) კომისიის თავმჯდომარე რაიონის, (ქალაქის)ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი;

    ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების უფროსი;

    ) კომისიის წევრები – რაიონის, (ქალაქის) გამგეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები;

    დ) კომისიის მდივანი.

    3. (ამოღებულია).

    4. (ამოღებულია).

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 25. გამწვევი კომისიის ვალდებულებანი და მუშაობის წესი

    1. გამწვევ კომისიას ეკისრება თავისი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღება:

    ა) სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ;

    ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;

    გ) სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების შესახებ;

    დ) სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;

    ე) სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ.

    2. მოქალაქის მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავის არიდების შემთხვევაში გამწვევი კომისია შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.

    3. მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისია წვევამდელს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში, სადაც ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომელიც სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) შემდეგ ადგენს წვევამდელის ვარგისიანობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ სამხედრო ძალების სახეობას, სადაც მან უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტი.

    4. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის საფუძველზე. მისი გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სამედიცინო კომისიის დასკვნას, რომელმაც შეამოწმა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის დასადგენად.

    5. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე კომისიის გადაწყვეტილებას უცხადებს სამხედრო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს. ამ მოქალაქის მოთხოვნით, გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს.

    6. მოქალაქეს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიაში ან სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება შეჩერდება ცენტრალური გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 251. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელზე ზედამხედველობა

    1. „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღებ და მიუღებელ შემოსავალზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული გაწვევის ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

    2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრო დასკვნას წარუდგენს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელიც კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალებს გადაუგზავნის შესაბამის ორგანოებს.

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

შეცდომის გასწორება - სსმ I, №16, 13.06.2003 წ., გვ.2

    მუხლი 26. ცენტრალური გამწვევი კომისია

    1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია და იმავე ბრძანებულებით განისაზღვრება ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება – მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომლის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    2. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში შედიან:

    ა) კომისიის თავმჯდომარე;

    ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

    გ) კომისიის წევრები – სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის და პროკურატურის წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;

    ) კომისიის მდივანი.

საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 27. სამედიცინო შემოწმება

    1. სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.

    2. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

    ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

    ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით;

    გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

    დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

    ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

    3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო ძალებში გასაწვევ წვევამდელთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი

     წვევამდელი ვალდებულია ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამოძახებით გამოცხადდეს სამედიცინო შემოწმებასა და გამწვევი კომისიის სხდომაზე, ხოლო ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის უწყებით – სამხედრო სამსახურში გასაწვევად.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

თავი VI

სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება და გაწვევის გადავადება

    მუხლი 29. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება

    1. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:

    ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;

    ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;

    გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;

    დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;

    ე) ასპირანტი;

    ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;

    ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

    2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

    მუხლი 30. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

    1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

    ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;

    ბ) მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;

    გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე;

    გ1) არის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;

    დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;

    ე) არის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, დაწყებითი პროფესიული ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე, თუ მას სასწავლებელში ჩარიცხვამდე არ ჰქონდა საშუალო განათლება;

    ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

    ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;

    თ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

    ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;

    კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;

    ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;

    მ) არის დედისერთა;

    ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;

    ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;

    პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.

   2. თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.

    3. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

საქართველოს 2005 წლის 25 მარტ ის კანონი № 120 8 - სსმ I, № 14 , 18 . 04 .200 5 წ., მუხ. 9 2

თავი VII

სამხედრო სამსახური

    მუხლი 31. სამხედრო სამსახური

    1. სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს. სამხედრო სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და დებულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    2. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    3. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.

    4. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:

    ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;

    ბ) სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;

    გ) საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულება;

    დ) საველე სწავლებასა და გემების ლაშქრობაში მონაწილეობა;

    ე) მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება;

    ვ) სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით;

    ზ) სამსახურებრივ მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნა;

    თ) სამსახურის ადგილამდე და უკან მგზავრობა;

    ი) სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;

    კ) სამხედრო შეკრებების გავლა;

    ლ) ტყვედ (გარდა ნებაყოფლობით ტყვედ დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;

    მ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;

    ნ) სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა;

    ო) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;

    პ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად;

    ჟ) მის მიმართ უკანონოდ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.

    5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას პირს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

    მუხლი 32. სამხედრო სამსახურის ვადები

    1. სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები:

    ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე;

    1) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელისათვის – არანაკლებ 3 წლისა, გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

    ბ) (ამოღებულია);

    გ) (ამოღებულია);

    დ) კადრის ოფიცრისათვის - არანაკლებ 10 წელი;

    ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურისათვის – 18 თვე.

    2. სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე.

    3. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

    4. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრ ის კანონი № 2396 - სსმ I, № 43(50) , 21 .0 9 . 1999 წ., მუხ. 226

საქართველოს 200 4 წლის 26 ოქტომბრ ის კანონი № 500 - სსმ I, № 32 , 1 0 . 11 .200 4 წ., მუხ. 148

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

საქართველოს 2005 წლის 25 მარტ ის კანონი № 1207 - სსმ I, № 14 , 18 . 04 .200 5 წ., მუხ. 91

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2938 - სსმ I, № 14 , 15 . 05 .200 6 წ., მუხ. 94

    მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი

    1. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    2. ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 34. სამხედრო ფორმის ტანსაცმელი

    1. სამხედრო მოსამსახურეთათვის წესდება ჯარის შესაბამის სახეობათა ფორმის ტანსაცმელი.

    2. სამხედრო ფორმის ტანსაცმელს და განმასხვავებელ ნიშნებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მათი ტარების წესს – საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი

    1. სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია:

    ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის კაპრალების, სერჟანტებისა და მიჩმანებისათვის – 50 წელი;

    ბ) უმცროსი ოფიცრებისათვის – 45 წელი.

    გ) უფროსი ოფიცრებისათვის:

    პოლკოვნიკამდე – 50 წელი;

    პოლკოვნიკისათვის – 55 წელი.

    დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის – 60 წელი.

    2. პოლკოვნიკისა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ან უწყების ხელმძღვანელის ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

    3. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

    მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა

    1. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ან შეზღუდულად ვარგისად ცნო.

    2. სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.

    4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამოირიცხება სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან.

    5. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ცალკეულ შემთხვევებში სამხედრო სამსახურიდან ვადამდე შეიძლება დათხოვნილი იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234

    მუხლი 37. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა

    1. ვადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ.

    2. უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.

    3. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, მიუხედავად სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისა შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით (გადადგომით).

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრ ის კანონი №2447 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.395

თავი VIII

სამხედრო წოდებები

    მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობა და სამხედრო წოდებები

    1. საქართველოს სამხედრო ძალებში წესდება სამხედრო მოსამსახურეთა შემდეგი შემადგენლობა და სამხედრო წოდებები:

    ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – რიგითების (მატროსების) და ეფრეიტორების შემადგენლობა:

    ა.ა) საჯარისო სამხედრო წოდებები: რიგითი (კურსანტი), ეფრეიტორი, მეორე კლასის ეფრეიტორი, პირველი კლასის ეფრეიტორი;

    ა.ბ) საზღვაო სამხედრო წოდებები: მატროსი (კურსანტი), უფროსი მატროსი, მეორე კლასის მატროსი, პირველი კლასის მატროსი;

    ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – კაპრალების და სერჟანტების (მიჩმანების) შემადგენლობა და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა:

    ბ.ა) კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, მასტერ სერჟანტი, ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი), ბრიგადის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-ლეიტენანტი;

    ბ.ბ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

    ბ.გ) კაპრალების და სერჟანტების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: საზღვაო კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი მიჩმანი, მიჩმანი, უფროსი მიჩმანი, მასტერ მიჩმანი, ხომალდის მიჩმანი (შტაბის მიჩმანი), მთავარი მიჩმანი, მიჩმან-ლეიტენანტი;

    ბ.დ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტან-ლეიტენანტი;

    გ) კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები – უფროსი და უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა:

    გ.ა) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

    გ.ბ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საჯარისო სამხედრო წოდებები: ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი;

    გ.გ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: III რანგის კაპიტანი, II რანგის კაპიტანი, I რანგის კაპიტანი;

    გ.დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის საზღვაო-სამხედრო წოდებები: კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი.

    2. რეზერვის რიგითებს (მატროსებს), ეფრეიტორებს (უფროს მატროსებს), მეორე კლასის ეფრეიტორებს (მეორე კლასის მატროსებს) და პირველი კლასის ეფრეიტორებს (პირველი კლასის მატროსებს) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩარიცხვასთან დაკავშირებით შესაბამისად ენიჭებათ კაპრალის (საზღვაო კაპრალის), უმცროსი სერჟანტის (უმცროსი მიჩმანის), სერჟანტის (მიჩმანის) და უფროსი სერჟანტის (უფროსი მიჩმანის) სამხედრო წოდებები.

    3. გვარდიულ სამხედრო ნაწილში და შენაერთში სამხედრო წოდებას წინ ემატება სიტყვა „გვარდიის”, ავიაციის, საინტენდანტო, იურიდიული, სამედიცინო ან ვეტერინარული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო წოდებას შესაბამისად – სიტყვა „ავიაციის”, „საინტენდანტო სამსახურის”, „იუსტიციის”, «სამედიცინო სამსახურის”, „ვეტერინარული სამსახურის”, რეზერვში მყოფი ან გადამდგარი მოქალაქის სამხედრო წოდებას წინ შესაბამისად ემატება სიტყვა „რეზერვის” ან „გადამდგარი”.

    4. საქართველოს სამხედრო ძალებში სხვა სახელმწიფო უწყებიდან სამუშაოდ გადმოსული (გადმოყვანილი) სპეციალური წოდების მქონე პირები სამხედრო ძალებში გაიწვევიან სამხედრო რეზერვიდან რეზერვის სამხედრო წოდებით.

    5. ყოველი სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა.

    6. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო წოდება ენიჭება წინა სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას, თუკი მას უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.

    7. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო წოდება ვადაზე ადრე შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ერთხელ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

    8. სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით. დაუშვებელია სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.

    9. ოფიცერს ანიჭებს:

    ა) უმაღლესი ოფიცრის წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი;

    ბ) უმცროსი და უფროსი ოფიცრის წოდებას – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი;

    გ) (ამოღებულია).

    91. (ამოღებულია).

     10. ოფიცერს პირველად სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შესაბამისი უწყების ან სამსახურის ხელმძღვანელი:

    ა) პირველადი სამხედრო წოდება – კაპრალი (სპეციალისტი), უმცროსი სერჟანტი, უმცროსი ლეიტენანტი – ენიჭებათ პირებს, რომლებმაც უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში გაიარეს რეზერვისტთა მომზადების შესაბამისი პროგრამა;

    ბ) პირველადი სამხედრო წოდება – ლეიტენანტი – ენიჭებათ უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ან უმაღლესი საოფიცრო კურსის კურსდამთავრებულებს (კურსანტებს, მსმენელებს). უმაღლესი საოფიცრო კურსების გავლის ვადა და წესი განისაზღვრება „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებით.

    11. რეზერვის ან გადამდგარ პოლკოვნიკს (I რანგის კაპიტანს) გენერლის (ადმირალის) სამხედრო წოდება არ მიენიჭება.

    12. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და კადრის ოფიცრებისათვის მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად, გარდა შესაბამისი თანამდებობებისა, დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი ვადა:

    ა) კაპრალიდან (საზღვაო კაპრალიდან) უმცროს სერჟანტამდე (უმცროს მიჩმანამდე) – 6 თვე;

    ბ) უმცროსი სერჟანტიდან (უმცროსი მიჩმანიდან) სერჟანტამდე (მიჩმანამდე) – 6 თვე;

    გ) სერჟანტიდან (მიჩმანიდან) უფროს სერჟანტამდე (უფროს მიჩმანამდე) – 1 წელი;

    დ) უფროსი სერჟანტიდან (უფროსი მიჩმანიდან) მასტერ სერჟანტამდე (მასტერ მიჩმანამდე) – 2 წელი;

    ე) მასტერ სერჟანტიდან (მასტერ მიჩმანიდან) ბატალიონის სერჟანტამდე (ხომალდის მიჩმანამდე) – 2 წელი;

    ვ) ბატალიონის სერჟანტიდან (ხომალდის მიჩმანიდან) ბრიგადის სერჟანტამდე (შტაბის მიჩმანამდე) – 2 წელი;

   ზ) ბრიგადის სერჟანტიდან (შტაბის მიჩმანიდან) მთავარ სერჟანტამდე (მთავარ მიჩმანამდე) – 2 წელი;

    თ) მთავარი სერჟანტიდან (მთავარი მიჩმანიდან) სერჟანტ-ლეიტენანტამდე (მიჩმან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;

    ი) უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე – 1 წელი;

    კ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;

    ლ) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;

    მ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (მე-3 რანგის კაპიტნამდე)– 3 წელი;

    ნ) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;

    ო) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.

    13. (ამოღებულია).

    14. სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო გემების ოფიცერს და სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ ოფიცერს მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭებათ სამხედრო მოსამსახურეთათვის ამ კანონით დადგენილ ვადაზე 6 თვით ადრე.

    15. ომის ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ოფიცრის შემდგომი სამხედრო წოდება მიენიჭებათ ამ კანონით დადგენილ ვადაზე არანაკლებ 6 თვით ადრე – დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

    16. უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ წესდება.

    17. სამხედრო წოდებას ვადამდე ანიჭებს:

    ა) ვიცე-პოლკოვნიკის (II რანგის კაპიტნის) ჩათვლით – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი;

    ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) – საქართველოს პრეზიდენტი.

    18. არმიის გენერლისა და ადმირალის სამხედრო წოდებათა მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.

საქართველოს 2000 წლის 16 მაის ის კანონი №297 - სსმ I,  № 21 , 01.0 6 .2000 წ., მუხ.53

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

საქართველოს 200 5 წლის 8 ივლის ის კანონი № 1891 - სსმ I, № 42 , 29 .0 7 .200 5 წ., მუხ. 300

    მუხლი 39. სამხედრო წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა

    1. სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.

    2. ნასამართლობის მოხსნის (გაბათილების) ან რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სამხედრო წოდება, მათი სურვილისამებრ, უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება.

    3. სამხედრო მოსამსახურე შეიძლება სამხედრო წოდებით ერთი საფეხურით ჩამოაქვეითონ ან აღადგინონ წინანდელ სამხედრო წოდებაში საერთო საჯარისო წესდებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განაზღვრული წესით.

თავი IX

საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვი

    მუხლი 40. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვი

    1. მობილიზაციის ან ომის დროს საქართველოს სამხედრო ძალების დასაკომპლექტებლად იქმნება რეზერვი შემდეგ მოქალაქეთაგან:

    ა) სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნილნი არიან რეზერვში ჩარიცხვით;

    ბ) გაიარეს კაპრალის (სპეციალისტის), უმცროსი სერჟანტის, უმცროსი ლეიტენანტის მომზადების სპეციალური პროგრამა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებელში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭათ შესაბამისი სამხედრო წოდება;

    გ) არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური გადავადების გამო;

    დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიარეს საკონტრაქტო სამსახური;

    ) გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახური;

    ვ ) არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად;

    ზ ) არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად და გაიარეს სამხედრო შეკრება 6 თვემდე ვადით. სამხედრო შეკრების ვადა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    2. მოქალაქეს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების გამო არ გაუვლია სამხედრო სამსახური, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმეული აქვს სამხედრო წოდება, რეზერვში ჩარიცხვასთან ერთად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით ენიჭება რიგითის (მატროსის) სამხედრო წოდება.

    3. სარეზერვო ფორმირებები კომპლექტდება და მათი პირადი შემადგენლობა სათანადო სამხედრო მომზადებას გადის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამობილიზაციო გეგმის მიხედვით, რომელსაც თავდაცვის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2002 წლის 2 5 დეკემბრ ის კანონი №1 893 - სსმ I, № 3 , 1 7 . 01 .200 3 წ., მუხ. 18

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 41. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის შემადგენლობა

    1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის შემადგენლობა იყოფა სამ თანრიგად:

    ა) პირველი თანრიგი, რომელშიც ჩაირიცხებიან 30 წლამდე ასაკის რეზერვისტები, რომლებსაც სურთ, იმსახურონ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში კონტრაქტის საფუძველზე და ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კვალიფიკაციის დონით აკმაყოფილებენ სამხედრო რეზერვის პირველი თანრიგის მოთხოვნებს;

    ბ) მეორე თანრიგი, რომელშიც ჩაირიცხებიან პირები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კვალიფიკაციის დონით აკმაყოფილებენ სამხედრო რეზერვის მეორე თანრიგის მოთხოვნებს;

    გ) მესამე თანრიგი, რომელშიც ჩაირიცხებიან როგორც საქართველოს სამხედრო ძალებიდან წელთა ნამსახურობის გამო დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე პირველი თანრიგის რეზერვისტები.

    11. საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ საკუთარი სურვილით, კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხონ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    12. საქართველოს სამხედრო ძალების პირველი თანრიგის რეზერვისტები გათანაბრებულნი არიან სამხედრო მოსამსახურეებთან და სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდი მათ ჩაეთვლებათ სამხედრო სამსახურად.

    2. (ამოღებულია).

    3. მოქალაქე, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში იმყოფება და მიაღწია რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არის ცნობილი, გადადის გადამდგართა კატეგორიაში და მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

    მუხლი 42. სამხედრო შეკრება

    1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში მყოფი მოქალაქე სამხედრო სამსახურისათვის მომზადების ან გადამზადების მიზნით შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო შეკრებაზე. სამხედრო შეკრების ჩატარების დროს, ადგილსა და ვადას განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და დასამტკიცებლად წარუდგენს თავდაცვის მინისტრს.

    2. სამხედრო შეკრებათა საერთო ხანგრძლივობა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა პირველი თანრიგის რეზერვისა; ამასთან, იგი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

    3. სამხედრო შეკრების გავლის ხანგრძლივობა მოქალაქეს ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის საერთო ვადაში და შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 43. სამხედრო შეკრებიდან გათავისუფლება

    1. სამხედრო შეკრების გავლისაგან თავისუფლდებიან:

    ა) ქალები;

    ბ) საქართველოს სამხედრო ძალების სამოქალაქო პერსონალი;

    გ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები;

    დ) საავიაციო და სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებულნი არიან თვითმფრინავების (შვეულმფრენების), სააეროდრომო ტექნიკის, მოძრავი შემადგენლობის და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით;

    ე) საზღვაო ფლოტის შემადგენლობა;

    ვ) პედაგოგები;

    ზ) სტუდენტები და მოსწავლეები;

    თ) ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის მქონენი;

    ი) საზღვარგარეთ მყოფნი;

    კ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხით გათვალისწინებული პირები;

    ლ) დიპლომატიური თანამდებობის პირები.

    2. საქართველოს სამხედრო ძალების პირველი თანრიგის რეზერვში ჩარიცხვა ნებაყოფლობითია და სამხედრო შეკრებიდან გათავისუფლებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 1999 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2185 - სსმ I, № 27(34) , 06 .0 7 . 1999 წ., მუხ. 145

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

    მუხლი 44. სამხედრო შეკრების გავლის წესი

    1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში მყოფი მოქალაქეების მიერ სამხედრო შეკრების გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და დებულებით სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ. დებულებას შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    2. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში სამხედრო წოდებები ენიჭება:

    ა) საქართველოს სამხედრო ძალების პირველი თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ამ კანონით დადგენილი წესით;

    ბ) მეორე თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში რეზერვისტს ამ კანონით დადგენილი წესით, სამხედრო შეკრების დასრულებისას შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ;

    გ) მესამე თანრიგის რეზერვში ყოფნის პერიოდში რეზერვისტს მორიგი სამხედრო წოდება არ ენიჭება.

საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

თავი X

პასუხისმგებლობა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 45. მოქალაქისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    1. მოქალაქე, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების გამოძახებით, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისაგან თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    2. მოქალაქეს, რომელიც სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზე გაწვევის შესახებ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის ან სამობილიზაციო განყოფილების უწყების მიღებისას მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით ან უკანონოდ გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან, ან გადაუვადდება იგი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების ან სამობილიზაციო განყოფილების გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, მისი დოკუმენტური დადასტურებით, არის მოქალაქის ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.

    3. სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო შემოწმებაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

   4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.

    5. მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 46. მოქალაქენი, რომლებიც თავისუფლდებიან სამხედრო  ვალდებულების მოხდისაგან

    1. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქეები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის შეუსრულდათ 25 წელი, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

    2. ამ კანონით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავისუფლდებიან 1972 წელს დაბადებული წვევამდელები.

    3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-5–8 პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი და 11 პუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-16 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 28-ე მუხლი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

    4. სამხედრო სამსახურში გადავადების საფუძვლებს, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, წარმოადგენს:

    ა) ერთი ან ერთზე მეტი შვილის ყოლა იმ პირთათვის, რომლებიც სარგებლობდნენ ან შეეძლოთ ესარგებლათ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით;

    ბ) 2002 წლის 15 ივლისამდე წვევამდელის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა – სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 24 წლის ასაკისა.

    5. ამ კანონის 30-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის პირველი აპრილიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის შემდეგ.

    6. იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს, რომლებიც ამ კანონის მე-19 მუხლის (რეზერვისტთა მომზადება) ძალაში შესვლამდე გადიოდნენ სამხედრო კათედრის დამამთავრებელ კურსს, სამხედრო კათედრა ჩაეთვალოთ გავლილად, მიენიჭოთ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხონ სამხედრო ძალების რეზერვში.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2003 წლის 7 მაის ის კანონი № 2226 - სსმ I, № 12 , 21 .0 5 .200 3 წ., მუხ. 65

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

საქართველოს 2005 წლის 25 მარტ ის კანონი № 120 9 - სსმ I, № 14 , 18 . 04 .200 5 წ., მუხ. 9 3

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2958 - სსმ I, № 15 , 16 . 05 .200 6 წ., მუხ. 108

    მუხლი 46 1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებულ პირთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა

    1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული პირები, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირებისა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

    2. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2000 წელს გაწვეული ან გასაწვევი პირები, რომლებიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე არიან ამნისტირებულნი და რომელთა მიმართაც არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან მიმდინარეობდა საქმის სასამართლოში განხილვა, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

    3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ამნისტირებული სამხედრო მოსამსახურეები ამოირიცხებიან სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის პირადი შემადგენლობის სიიდან.

საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრ ის კანონი № 698 - სსმ I, № 51 , 30 . 12 .2000 წ., მუხ. 151

    მუხლი 46 2 . სამხედრო სამსახურის ვადა 2008 წლის 1 იანვრამდე

    1. ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნეს 2008 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2008 წლის 1 იანვრამდე გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვროს 18 თვით.

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის 18-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 12 თვით.

საქართველოს 200 4 წლის 26 ოქტომბრ ის კანონი № 500 - სსმ I, № 32 , 1 0 . 11 .200 4 წ., მუხ. 148

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლ ის კანონი № 1049 - სსმ I, 9 , 1 7 . 03 .200 5 წ., მუხ. 58

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

    1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე:

    ა) ძალადაკარგულად ჩაითვალოს 'საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 136).

    ბ) „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6. მუხ. 99) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო” და ძალადაკარგულად ჩაითვალოს კანონის მე-2 თავი.

    გ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის №861-Iს დადგენილება „საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის შესახებ.

    დ) ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №629 ბრძანებულების „საქართველოს სამხედრო ძალებისათვის რეზერვის ოფიცრებად სტუდენტთა მომზადების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ პირველი პუნქტის პირველი – მე-3 აბზაცები და მე-2 – მე-10 პუნქტები.

საქართველოს 2002 წლის 2 1 ივნის ის კანონი №1527 - სსმ I, № 2 1, 12.0 7 .2002 წ., მუხ.83

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    მუხლი 48. კანონის ამოქმედება და მისაღები ნორმატიული აქტები

    1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

    ა) დებულება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ;

    ბ) დებულება სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ;

    გ) დებულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ;

    დ) დებულება სამხედრო შეკრებათა ჩატარების და გავლის წესის შესახებ;

    ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა გამოსცენ ერთობლივი ბრძანება ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორცილების პროგრამის თაობაზე;

    ვ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 2005 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს რეზერვისტთა მომზადების პროგრამის შემუშავება და საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

    ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2005 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს რეზერვისტთა მომზადების პროგრამის დამტკიცება.

    2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრ ის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ. 1 78

    საქართველოს პრეზიდენტი

    ედუარდ შევარდნაძე.

    თბილისი,

    1997 წლის 17 სექტემბერი.

    №860–Iს

   შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს 1999 წლის 19 მარტ ის კანონი № 1849 - სსმ I,  № 12(19) , 06 .0 4 . 1999 წ., მუხ. 42

    2. საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

    3. საქართველოს 1999 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2185 - სსმ I, № 27(34) , 06 .0 7 . 1999 წ., მუხ. 145

    4. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრ ის კანონი № 2396 - სსმ I, № 43(50) , 21 .0 9 . 1999 წ., მუხ. 226

    5. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრ ის კანონი № 63 - სსმ I, № 47(54) , 09 . 12 . 1999 წ., მუხ. 239

    6. საქართველოს 2000 წლის 16 მაის ის კანონი №297 - სსმ I,  № 21 , 01.0 6 .2000 წ., მუხ.53

    7 . საქართველოს 2000 წლის 1 3 ივლის ის კანონი № 487 - სსმ I,  № 28 , 24 .0 7 .2000 წ., მუხ. 88

    8. საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრ ის კანონი № 698 - სსმ I, № 51 , 30 . 12 .2000 წ., მუხ. 151

    9. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83

    10. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18

    11. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65

           შეცდომის გასწორება - სსმ I, №16, 13.06.2003 წ., გვ.2

    12. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №500 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.148

    13. საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178

    14. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190

    15. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №984 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.234

    16. საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1049 - სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.58

    17. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1207 - სსმ I, №14, 18.04.2005 ., მუხ .91

    18. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1208 - სსმ I, №14, 18.04.2005 ., მუხ .92

    19. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1209 - სსმ I, №14, 18.04.2005 ., მუხ .93

    20. საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1891 - სსმ I, №42, 29.07.2005 ., მუხ .300

    21. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2447 - სსმ I, №56, 28.12.2005 ., მუხ .395

    22. საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2700 - სსმ I, №7, 20.03.2006 ., მუხ .52

    23. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 ., მუხ .94

    2 4 . საქართველოს 2006 წლის 28 აპრილ ის კანონი № 2958 - სსმ I, № 15 , 16 . 05 .200 6 წ., მუხ. 108

 

 

 

81. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3500-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 80. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3122-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 79. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1330-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 78. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 344-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 77. 29/09/2020 - საქართველოს კანონი - 7190-Iს - ვებგვერდი, 05/10/2020 76. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 4987-Iს - ვებგვერდი, 23/09/2019 75. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4319-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 74. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4073-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 73. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3805-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 72. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3582-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 71. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3118-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 70. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2041-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 69. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1926-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 68. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1705-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 67. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1254-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 66. 16/12/2015 - საქართველოს კანონი - 4651-რს - ვებგვერდი, 25/12/2015 65. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3948-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 64. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3547-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 63. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3125-IIს - ვებგვერდი, 19/03/2015 62. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2554-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 61. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2428-IIს - ვებგვერდი, 27/05/2014 60. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2323-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 59. 16/04/2014 - საქართველოს კანონი - 2238-IIს - ვებგვერდი, 28/04/2014 58. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1791-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 57. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1778-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 56. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1777-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 55. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1445-Iს - ვებგვერდი, 28/10/2013 54. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1387-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 06/08/2013 - საქართველოს კანონი - 919-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 52. 05/04/2013 - საქართველოს კანონი - 524-IIს - ვებგვერდი, 24/04/2013 51. 29/06/2012 - საქართველოს კანონი - 6607-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 50. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 49. 02/03/2012 - საქართველოს კანონი - 5742-Iს - ვებგვერდი, 06/03/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 23/12/2011 - საქართველოს კანონი - 5598-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 47. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5012-რს - ვებგვერდი, 110715014, 15/07/2011 46. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4954-რს - ვებგვერდი, 110711035, 11/07/2011 45. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4258-Iს - ვებგვერდი, 110310007, 10/03/2011 44. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4120-რს - სსმ, 75, 27/12/2010 43. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 42. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3540 - სსმ, 47, 05/08/2010 41. 13/07/2010 - საქართველოს კანონი - 3394 - სსმ, 41, 21/07/2010 40. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3015 - სსმ, 23, 04/05/2010 39. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2728 - სსმ, 12, 24/03/2010 38. 06/11/2009 - საქართველოს კანონი - 2019 - სსმ, 35, 19/11/2009 37. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1464 - სსმ, 20, 28/07/2009 36. 13/03/2009 - საქართველოს კანონი - 1062 - სსმ, 5, 24/03/2009 35. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 788 - სსმ, 40, 29/12/2008 34. 27/07/2008 - საქართველოს კანონი - 72 - სსმ, 12, 14/07/2008 33. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5979 - სსმ, 9, 04/04/2008 32. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5239 - სსმ, 29, 27/07/2007 31. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4748 - სსმ, 18, 22/05/2007 30. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4703 - სსმ, 17, 17/05/2007 29. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4702 - სსმ, 17, 17/05/2007 28. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4514 - სსმ, 13, 16/04/2007 27. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4327 - სსმ, 2, 04/01/2007 26. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4197 - სსმ, 49, 29/12/2006 25. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3428 - სსმ, 27, 17/07/2006 24. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2958 - სსმ, 15, 16/05/2006 23. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2938 - სსმ, 14, 15/05/2006 22. 02/03/2006 - საქართველოს კანონი - 2700 - სსმ, 7, 20/03/2006 21. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2447 - სსმ, 56, 28/12/2005 20. 08/07/2005 - საქართველოს კანონი - 1891 - სსმ, 42, 29/07/2005 19. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1209 - სსმ, 14, 18/04/2005 18. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1208 - სსმ, 14, 18/04/2005 17. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1207 - სსმ, 14, 18/04/2005 16. 25/02/2005 - საქართველოს კანონი - 1049 - სსმ, 9, 17/03/2005 15. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 984 - სსმ, 42, 31/12/2004 14. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 811 - სსმ, 39, 25/12/2004 13. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 641 - სსმ, 38, 24/12/2004 12. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 500 - სსმ, 32, 10/11/2004 11. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2226 - სსმ, 12, 21/05/2003 10. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1893 - სსმ, 3, 17/01/2003 9. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1527 - სსმ, 21, 12/07/2002 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 28/12/2000 - საქართველოს კანონი - 698 - სსმ, 51, 30/12/2000 7. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 16/05/2000 - საქართველოს კანონი - 297 - სსმ, 21, 01/06/2000 5. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2396 - სსმ, 43(50), 21/09/1999 3. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2185 - სსმ, 27(34), 06/07/1999 2. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1987 - სსმ, 21(28), 14/06/1999 1. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1849 - სსმ, 12(19), 06/04/1999