დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2041-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260020.05.001.018786 |
|
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. რეზერვისტები იყოფიან აქტიურ რეზერვისტებად და სამობილიზაციო რეზერვისტებად.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების სამობილიზაციო რეზერვში (შემდგომ − სამხედრო ძალების რეზერვი) ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია შეატყობინოს პირს (წვევამდელს, სამობილიზაციო რეზერვისტს (შემდგომ − რეზერვისტი)) მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში მისი გამოძახების შესახებ. სახელმწიფო უწყება/დამსაქმებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირის შეტყობინება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) გამოძახების შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს მის თანამშრომელს.“. 3. 101 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.“. 4. მე-13 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პირი, რომელიც 27 წლის ასაკის მიღწევამდე „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთარი სურვილით ჩაირიცხა სამხედრო ძალების რეზერვში, არ იხსნება ამ კანონით დადგენილი წესით წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან და სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. სამხედრო სარეზერვო სამსახურისაგან განთავისუფლება და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება სამხედრო სარეზერვო სამსახურისაგან განთავისუფლებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხები რეგულირდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 6. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის ზღვრული ასაკი განისაზღვრება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 7. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. |
ქუთაისი, 7 მარტი 2018 წ. N2041-IIს |
დოკუმენტის კომენტარები