დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1049 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/02/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 17/03/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.05.001.001.724 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 462 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 462. სამხედრო სამსახურის ვადა 2008 წლის 1 იანვრამდე
1. ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნეს 2008 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2008 წლის 1 იანვრამდე გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვროს 18 თვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის 18-თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 12 თვით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 თებერვალი.
№1049–Iს
დოკუმენტის კომენტარები