სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 860
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.000.239
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
860
17/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
120.260.020.05.001.000.239
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (16/05/2000 - 13/07/2000)

საქართველოს კანონი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სამხედრო ვალდებულება

     1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება კანონით.

     2. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს:

    ა) სამხედრო აღრიცხვას;

    ბ) სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას;

    გ) სამხედრო სამსახურს;

    დ) რეზერვს.

    მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები

    1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურებად და რეზერვად.

    2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში მყოფნი - რეზერვისტებად.

    მუხლი 3. სამხედრო ფიცი

    1. სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქე დებს სამხედრო ფიცს, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

    2. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას.

    3. სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცის დადებამდე ან წერილობითი ვალდებულების აღებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური).

    მუხლი 4. შეზღუდვები მოქალაქისათვის, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება

     მოქალაქეს, რომელმაც არ მოიხადა სამხედრო ვალდებულება, კანონმდებლობით შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვები სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას.

    მუხლი 5. უცხო სახელმწიფოს მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვალდებულებანი

     1. მოქალაქეობის არმქონე საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი მიიჩნევა სამხედრო ვალდებულად და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები.

     2. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე პირადი სურვილით და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება დებულებით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    3. თუ სპეციალურად არ არის აღნიშნული, ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირზეც.

    4. ამ მუხლში ჩამოთვლილ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი დადგენილია ამ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით.

    მუხლი 6. სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

    1. სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან:

    ა) შეატყობინონ მოქალაქეს სამხედრო კომისარიატში მისი გამოძახების შესახებ;

    ბ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მიიღონ ზომები სამხედრო კომისარიატში მოქალაქის დროულად გამოცხადებისათვის;

    2. სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არ მიიღონ სამხედრო ვალდებული სამუშაოზე ან ჩარიცხონ სასწავლებელში.

    3. აკრძალულია საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

    4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული ორგანოები კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ვალდებულნი არიან:

    ა) რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე;

    ბ) მოქალაქის რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის განმავლობაში შესაბამის სამხედრო კომისარიატს აცნობონ მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი;

    გ) აწარმოონ ძებნა და კანონიერი საფუძვლის არსებობისას დააკავონ ის მოქალაქე, რომელიც თავს არიდებს სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზე გაწვევას, ანდა სამხედრო სამსახურის ან სამხედრო შეკრების გავლას.

    5. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოები ვალდებულნი არიან შესაბამის სამხედრო კომისარიატს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

    6. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოები ვალდებულნი არიან შესაბამის სამხედრო კომისარიატს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო ვალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.

    7. სასამართლოები ვალდებულნი არიან შესაბამის სამხედრო კომისარიატს 10 დღის ვადაში აცნობონ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის მიმართ.

    8. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია ვალდებულია შესაბამის სამხედრო კომისარიატს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის ინვალიდად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.  

    მუხლი 7. სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა

    საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.

    მუხლი 8. მოქალაქის მატერიალური უზრუნველყოფა სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო შეკრებების გავლასთან დაკავშირებით

    1. სამხედრო აღრიცხვის ჩატარების, სამხედრო სამსახურისათვის აუცილებელი მომზადებისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სამედიცინო შემოწმების დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაო (სწავლების) ადგილისა და ამ ადგილზე საშუალო ხელფასის (სტიპენდიის) შენარჩუნებით.

    2. სამხედრო შეკრებების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაოს (სწავლების) ადგილის შენარჩუნებით. მას ხელფასის (სტიპენდიის) სახით უხდიან სამხედრო თანამდებობის ან სამხედრო წოდების ფულად სარგოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან შესაბამისი უწყების სახსრებიდან.

    3. სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზე გაწვეული მოქალაქე სამსახურამდე და უკან მგზავრობისას უზრუნველყოფილია გაწვევით სამხედრო სამსახურში მყოფი მოსამსახურისათვის დაწესებული კვების ნორმებით გათვალისწინებული ულუფით ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან შესაბამისი უწყების სახსრებიდან.

თავი II

სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი

    მუხლი 9. სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქის ასაკი

    18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება – ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.

    მუხლი 10. სამხედრო სასწავლებელში სწავლა

    სამხედრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხება საშუალო განათლების მქონე, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე და იწოდება კურსანტად. კურსანტი ითვლება სამხედრო სამსახურში მყოფად.

თავი III

სამხედრო აღრიცხვა

    მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე

    1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება:

    ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული;

    ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა;

    გ) სამხედრო სამსახურში მყოფი;

    დ) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო სამსახურში მყოფნი;

    ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი;

    ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული;

    ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

    2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტ ის კანონი № 1849 - სსმ I,  № 12(19) , 06 .0 4 . 1999 წ., მუხ. 42

    მუხლი 12 . სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები

    1. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ სამხედრო კომისარიატები მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეზერვში იმყოფებიან, ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები ამ კანონით დადგენილი წესით.

    3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი განისაზღვრება დებულებით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1999 წლის 19 მარტ ის კანონი № 1849 - სსმ I,  № 12(19) , 06 .0 4 . 1999 წ., მუხ. 42

    მუხლი 13. მოქალაქის პირველადი სამხედრო აღრიცხვა

    1. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატები იმ წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი.

    2. პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ მოქალაქეს ეწოდება წვევამდელი.

    3. ქალის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებენ რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატები მას შემდეგ, რაც ის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას შეიძენს.

    მუხლი 14. სამხედრო-სააღრიცხვო კომისია

    1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიას ამტკიცებს შემდეგი შემადგენლობით:

    ა) კომისიის თავმჯდომარე – რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარი;

    ბ) კომისიის წევრები:

რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) შინაგან საქმეთა ორგანოს წარმომადგენელი;

რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) განათლების ორგანოს წარმომადგენელი;

ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის წარმომადგენელი;

ექიმი-სპეციალისტები, რომლებიც ატარებენ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებას;

    გ) კომისიის მდივანი.

    2. მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისია ვალდებულია:

    ა) ჩაატაროს მოქალაქის სამედიცინო შემოწმება და განსაზღვროს მისი ვარგისიანობა სამხედრო სამსახურისათვის;

    ბ) მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ან ჯანმრთელობის მდგომარეობით სამხედრო სამსახურისათვის უვარგისობის გამო სამხედრო ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლების შესახებ;

    გ) ჩაატაროს მოქალაქის პროფესიულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა სამხედრო სამსახურში მისი გამოყენების დასადგენად.

    3. მოქალაქეთა სამხედრო-სააღრიცხვო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია გააცნოს მოქალაქეს კომისიის გადაწყვეტილება და მისი ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით.

    მუხლი 15. მოქალაქის შემოწმება სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად

    1. მოქალაქემ პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას უნდა გაიაროს ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, ფსიქიატრის, ნარკოლოგის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა ექიმ-სპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება. თუ სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის ვარგისიანობის შესახებ სამედიცინო დასკვნის ადგილზე მიღება შეუძლებელია, მოქალაქეთა სამხედრო-საააღრიცხვო კომისიას შეუძლია გაგზავნოს იგი ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული ან სტაციონარული გამოკვლევისათვის.

    2. მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას სამედიცინო შემოწმების ხარჯების დაფინანსება და სამედიცინო კომისიების წევრი ექიმ-სპეციალისტების შრომითი ანაზღაურება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის ხარჯზე, საქართველოს თავდაცვისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.

    მუხლი 16. მოქალაქის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით

    1. მოქალაქე სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულია სამხედრო კომისარიატში გამოცხადდეს იმ რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისრის გამოძახებით, სადაც იგი მუდმივად (3 თვეზე მეტი ხნით) ან დროებით ცხოვრობს.

    2. მოქალაქე, რომელიც დათხოვნილია საქართველოს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით, ვალდებულია რეზერვში ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    3. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლისას მოქალაქე ვალდებულია 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატში ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას – იმავე ვადაში საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში.

    4. სამხედრო კომისარიატის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე ვალდებულია 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ცნობა სამხედრო კომისარიატს თავისი ოჯახური მდგომარეობის, რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ფარგლებში საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის და თანამდებობის შეცვლისა და განათლების შესახებ.

თავი IV

მოქალაქის მომზადება სამხედრო სამსახურისათვის 

    მუხლი 17. სამხედრო სამსახურისთვის მოქალაქის მომზადების სახეები

    სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის მომზადება ითვალისწინებს:

    ა) სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას;

    ბ) ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში, საშუალო სპეციალურ და პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში დაწყებით სამხედრო სწავლებას;

    გ) სამხედრო-ტექნიკური სპეციალისტების მომზადებას;

    დ) ფიზიკურ მომზადებას და სპორტის სამხედრო-გამოყენებით სახეობებში მეცადინეობას;

    ე) სამკურნალო-პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ მუშაობას;

    ვ) რეზერვის სამხედრო სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებას სამხედრო ნაწილებში და სასწავლებლებში სპეციალურ შეკრებებზე, აგრეთვე პერიოდულად რეზერვის ოფიცრების სამეთაურო მომზადებას.

    მუხლი 18. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლისათვის მომზადება კადეტთა კორპუსში, ლიცეუმსა და სხვა სახის საშუალო- სპეციალურ სასწავლებლებში

    1. საქართველოს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლებისათვის მოქალაქის მომზადება ხორციელდება კადეტთა კორპუსში, ლიცეუმსა და სამხედრო პროფილის სხვა საშუალო-სპეციალურ სასწავლებლებში. ამ სასწავლებლებში შემსვლელი ობოლი ან მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი პირი ჩაირიცხება უგამოცდოდ, გასაუბრებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით.

    2. პირი, რომელიც წარმატებით დაამთავრებს კადეტთა კორპუსს, ლიცეუმს ან სამხედრო პროფილის სხვა საშუალო-სპეციალურ სასწავლებელს, შეიძლება უგამოცდოდ ჩაირიცხოს უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში.

    მუხლი 19. რეზერვის ოფიცერთა მომზადება უმაღლესი სასწავლებლის სამხედრო კათედრაზე

    1. რეზერვის ოფიცერთა მომზადება ხორციელდება იმ უმაღლეს ან საშუალო-სპეციალურ სასწავლებლებში, სადაც ფუნქციონირებს სამხედრო კათედრები. სასწავლებელი სამხედრო კათედრას უზრუნველყოფს საჭირო შენობა-ნაგებობებით, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ქმნის აუცილებელ სასწავლო-მატერიალურ ბაზას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სასწავლებელთან შეთანხმებით შეარჩევს სამხედრო კათედრის პედაგოგებს.

    2. რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო შეკრება ითვლება სამხედრო შეკრებად.

თავი V

საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვევა

    მუხლი 20. გაწვევის საფუძველი

     1. მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნები.

    2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლების პირველი პუნქტების «ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა) და გამოთქვამს სურვილს ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სამსახურში.

    მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას

    1. ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო ვალდებულების მოხდას.

    2. გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

    3. 27 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე არ გაიწვევა სამხედრო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში.

    4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქის სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

    5. მოქალაქე, რომელმაც სამხედრო მომზადება გაიარა უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრაზე, მიენიჭა ოფიცრის სამხედრო წოდება და ჩარიცხულია რეზერვში, გარდა დიპლომატიური თანამდებობის პირისა, სამხედრო სამსახურში შეიძლება გაწვეულ იქნეს ნებაყოფლობით ან განსაკუთრებულ შემთხვევაში – 30 წლის ასაკამდე, ერთჯერ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 1999 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2185 - სსმ I, № 27(34) , 06 .0 7 . 1999 წ., მუხ. 145

    მუხლი 22. სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადები

    1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

    2. გაწვევის დაწყების კონკრეტული ვადები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 23. სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

    1. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია რაიონის ან ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.

    2. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას აწარმოებს რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატი.

    3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და დებულებით მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 24. გამწვევი კომისია

    1. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება რაიონის, ქალაქის (რაიონული დაყოფის გარეშე) გამწვევი კომისია. კომისიას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.

    2. გამწვევ კომისიაში შედიან:

    ა) კომისიის თავმჯდომარე რაიონის, (ქალაქის) სამხედრო კომისარი;

    ბ) კომისიის წევრები – რაიონის, (ქალაქის) გამგეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

    3. გამწვევი კომისიის შემადგენლობაში იქმნება სამედიცინო კომისია.

    4. სამედიცინო კომისიაში შედიან: ქირურგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი და სტომატოლოგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სხვა ექიმი-სპეციალისტებიც.

    მუხლი 25. გამწვევი კომისიის ვალდებულებანი და მუშაობის წესი

    1. გამწვევ კომისიას ეკისრება სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქის სამედიცინო შემოწმების ორგანიზება, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღება:

    ა) სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ;

    ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;

    გ) სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების შესახებ;

    დ) სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;

    ე) სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის ვარგისიანობის შესახებ.

    2. მოქალაქის მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავის არიდების შემთხვევაში გამწვევი კომისია შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.

    3. მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამწვევი კომისია განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალების სახეობას და გვარეობას, სადაც ამ მოქალაქემ უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური.

    4. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის საფუძველზე. მისი გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ სამედიცინო კომისიის დასკვნას, რომელმაც შეამოწმა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის დასადგენად.

    5. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე კომისიის გადაწყვეტილებას უცხადებს სამხედრო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს. ამ მოქალაქის მოთხოვნით, გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს.

    6. მოქალაქეს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიაში ან სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება შეჩერდება ცენტრალური გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ან სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

    მუხლი 26. ცენტრალური გამწვევი კომისია

     1. რაიონებისა და ქალაქების (რაიონული დაყოფის გარეშე) გამწვევი კომისიების საქმიანობის ხელმძღვანელობისა და კონტროლისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება ცენტრალური გამწვევი კომისია, ცენტრალურ გამწვევ კომისიაში კი – მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია, რომლის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით.

    2. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში შედიან:

    ა) კომისიის თავმჯდომარე;

    ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

    გ) კომისიის წევრები – სახელმწიფო კანცელარიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის და პროკურატურის წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;

    ) კომისიის მდივანი.

საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

    მუხლი 27. სამედიცინო შემოწმება

    1. სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო კომისიაზე გადის სამედიცინო შემოწმებას.

    2. სამედიცინო კომისიას მოქალაქის სამხედრო კომისარიატისათვის მიწერისა და გაწვევის პერიოდში რაიონის ჯანმრთელობის დაცვის კოორდინატორის წარდგინებით ნიშნავს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.

    3. თუ საქალაქო ან რაიონული სამედიცინო კომისიების დაკომპლექტება სათანადო პროფილის ექიმ-სპეციალისტებით შეუძლებელია, წვევამდელის სათანადო შემოწმებას ატარებს ცენტრალური გამწვევი კომისიის სამხედრო-საექსპერტო კომისია.

    4. თუ სამხედრო სამსახურისათვის მოქალაქის ვარგისიანობის შესახებ სამედიცინო დასკვნის მიღება ადგილზე შეუძლებელია, გამწვევ კომისიას, ამბულატორიული ან სტაციონარული სამედიცინო შემოწმებისათვის, შეუძლია გაგზავნოს იგი მისი საცხოვრებელი ადგილის ტერიტორიაზე განლაგებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

    5. სამედიცინო კომისია სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქის სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის შესახებ შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

    ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის/ვარგისია სამხედრო სასწავლებელში სწავლისათვის;

    ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის, უმნიშვნელო შეზღუდვებით;

    გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

    დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

    ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

    6. სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    7. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო ძალებში გასაწვევად წვევამდელთა სამედიცინო გამოკვლევები და სამედიცინო კომისიების მიერ ჩატარებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს თავდაცვისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ დამტკიცებული პროგრამით. ამ შემთხვევაში სახსრები გამოეყოფა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ერთიანი სახელმწიფო-სავალდებულო პროგრამების დაფინანსება ხდება გამოყოფილი სახსრებიდან.

    მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი

     წვევამდელი ვალდებულია სამხედრო კომისარიატის გამოძახებით გამოცხადდეს სამედიცინო შემოწმებასა და გამწვევი კომისიის სხდომაზე, ხოლო კომისრის უწყებით – სამხედრო სამსახურში გასაწვევად.

თავი VI

სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება და გაწვევის გადავადება

    მუხლი 29. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება

    1. სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:

    ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;

    ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;

    გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;

    დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;

    ე) ასპირანტი;

    ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;

    ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

    2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

    მუხლი 30. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

    1. წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

    ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;

    ბ) მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;

    გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და სამხედრო სწავლებას გადის შესაბამის სამხედრო კათედრაზე – სასწავლებლის დამთავრებამდე;

    დ) არის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და არ გადის სამხედრო მომზადებას სამხედრო კათედრაზე ან საზღვარგარეთ იმყოფება სასწავლებლად – სწავლის დამთავრებამდე, ერთჯერ, 24 წლის ასაკამდე;

    ე) არის საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, დაწყებითი პროფესიული ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;

    ვ) პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

   ზ) ჰყავს 20 და მეტი კვირის ორსული ცოლი;

   თ) ჰყავს ერთი და მეტი შვილი;

   ი) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

   კ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;

   ლ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;

   მ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;

   ნ) არის დედისერთა;

   ო) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;

   პ) გაწვევის გადავადების უფლება ეძლევა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

   2. თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.

თავი VII

სამხედრო სამსახური

    მუხლი 31. სამხედრო სამსახური

    1. სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურს. სამხედრო სამსახურის გავლის წესს განსაზღვრავს ეს კანონი და დებულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    2. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    3. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.

    4. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება:

    ა) საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა;

    ბ) სამხედრო წესდებით დადგენილ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება;

    გ) საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) შესრულება;

    დ) საველე სწავლებასა და გემების ლაშქრობაში მონაწილეობა;

    ე) მეთაურის (უფროსის) მიერ გაცემული ბრძანების, განკარგულების ან დასახული ამოცანის შესრულება;

    ვ) სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ტერიტორიაზე ყოფნა დღის განაწესით დადგენილი სამსახურებრივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს გამოწვეულია სამსახურებრივი საჭიროებით;

    ზ) სამსახურებრივ მივლინებაში ან სამკურნალოდ ყოფნა;

    თ) სამსახურის ადგილამდე და უკან მგზავრობა;

    ი) სამკურნალო ადგილამდე და უკან მგზავრობა;

    კ) სამხედრო შეკრებების გავლა;

    ლ) ტყვედ (გარდა ნებაყოფლობით ტყვედ დანებებისა), მძევლად ან ინტერნირებულად ყოფნა;

    მ) უგზო-უკვლოდ დაკარგვა – უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე;

    ნ) სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა;

    ო) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა;

    პ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ ცნო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად;

    ჟ) მის მიმართ უკანონოდ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების მოხდის პერიოდი.

    მუხლი 32. სამხედრო სამსახურის ვადები

    1. სამხედრო მოსამსახურეთათვის დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები:

    ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელისათვის - 18 თვე;

    ბ) უმაღლესი განათლების მქონე, გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელისათვის - 12 თვე;

    გ) რეზერვიდან გაწვეული ოფიცრისათვის არანაკლებ 24 თვე;

    დ) კადრის ოფიცრისათვის - არანაკლებ 10 წელი.

    2. სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე.

    3. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

    4. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრ ის კანონი № 2396 - სსმ I, № 43(50) , 21 .0 9 . 1999 წ., მუხ. 226

    მუხლი 33. სამხედრო თანამდებობანი

    1. სამხედრო თანამდებობათა ნუსხას ადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    2. ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან სხვა შესაბამისი სამხედრო უწყება აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

    მუხლი 34. სამხედრო ფორმის ტანსაცმელი

    1. სამხედრო მოსამსახურეთათვის წესდება ჯარის შესაბამის სახეობათა ფორმის ტანსაცმელი.

    2. სამხედრო ფორმის ტანსაცმელს და განმასხვავებელ ნიშნებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მათი ტარების წესს – საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

    მუხლი 35. სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი

    1. სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკია:

    ა) საკონტრაქტო (პროფესული) სამხედრო სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტების, მიჩმანებისა და ზემდეგებისათვის – 50 წელი;

    ბ) უმცროსი ოფიცრებისათვის – 45 წელი.

    გ) უფროსი ოფიცრებისათვის:

    პოლკოვნიკამდე – 50 წელი;

    პოლკოვნიკისათვის – 55 წელი.

    დ) უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის – 60 წელი.

    2. პოლკოვნიკისა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ან უწყების ხელმძღვანელის ეროვნული უშიშროების საბჭოში წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.

    3. სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.

    მუხლი 36. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა

    1. სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დაითხოვენ იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო კომისიამ სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ან შეზღუდულად ვარგისად ცნო.

   2. სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის ვადამდე დათხოვნის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დაითხოვენ ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.

    4. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამოირიცხება სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან.

    მუხლი 37. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა

    1. ვადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ.

    2. საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მის მოადგილეებს, სხვა სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებს და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრებს, ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი VIII

სამხედრო წოდებები

    მუხლი 38. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობა და სამხედრო წოდებები

    1. საქართველოს სამხედრო ძალებში წესდება სამხედრო მოსამსახურეთა შემდეგი შემადგენლობა და სამხედრო წოდებები:

სამხედრო მოსამსახურეთა

 შემადგენლობა

              სამხედრო                                                 წოდებები

საჯარისო

საზღვაო

რიგითები (მატროსები)

რიგითი (კურსანტი)

მატროსი (კურსანტი)

სერჟანტები, ზემდეგები

 (მიჩმანები)

უმცროსი სარჟანტი

სარჟანტი

უფროსი სარჟანტი

ზემდეგი

 

მეორე კლასის ზემდეგი პირველი კლასისი ზემდეგი მთავარი ზემდეგი

მიჩმანი

უმცროსი ოფიცრები

უმცროსი ლეიტენანტი

 ლეიტენანტი

უფროსი ლეიტენანტი

 კაპიტანი

უმცროსი ლეიტენანტი

 ლეიტენანტი

უფროსი ლეიტენანტი

 კაპიტანი-ლეიტენანტი

 უფროსი ოფიცრები

მაიორი 

ვიცე-პოლკოვნიკი

პოლკოვნიკი

მესამე რანგის კაპიტანი

მეორე რანგის კაპიტანი

პირველი რანგის კაპიტანი

უმაღლესი სამხედრო

 წოდების ოფიცრები

გენერალ-მაიორი

გენერალ-ლეიტენანტი

გენერალ-პოლკოვნიკი

არმიის გენერალი

კონტრ-ადმირალი

ვიცე-ადმირალი

ადმირალი

 

    2. რიგითები (მატროსები), სერჟანტები, ზემდეგები (მიჩმანები), რომლებიც კანონით დადგენილ სამხედრო ვალდებულებას იხდიან, ითვლებიან ვადიან სამხედრო სამსახურში, ხოლო ისინი, ვინც ხელშეკრულების საფუძველზე – მსახურობს საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფებად.

    3. გვარდიულ სამხედრო ნაწილში და შენაერთში სამხედრო წოდებას წინ ემატება სიტყვა „გვარდიის”, ავიაციის, საინტენდანტო, იურიდიული, სამედიცინო ან ვეტერინარული სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო წოდებას შესაბამისად – სიტყვა „ავიაციის”, „საინტენდანტო სამსახურის”, „იუსტიციის”, «სამედიცინო სამსახურის”, „ვეტერინარული სამსახურის”, რეზერვში მყოფი ან გადამდგარი მოქალაქის სამხედრო წოდებას წინ შესაბამისად ემატება სიტყვა „რეზერვის” ან „გადამდგარი”.

    4. სასაზღვრო ძალებისა და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო წოდებას წინ შესაბამისად ემატება სიტყვა „სასაზღვრო ძალების” ან „შინაგანი ჯარების”.

    5. ყოველი სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა.

    6. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო წოდება ენიჭება წინა სამხედრო წოდებით სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას, თუკი მას უკავია ისეთი სამხედრო თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სამხედრო წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სამხედრო წოდება.

    7. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

    8. სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით. დაუშვებელია სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.

    9. ოფიცერს ანიჭებს:

    ა) უმაღლესი ოფიცრის წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი;

    ბ) უმცროსი და უფროსი ოფიცრის წოდებას – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი.

    10. ოფიცერს პირველად წოდებას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შესაბამისი უწყების ან სამსახურის ხელმძღვანელი.

    11. რეზერვის ან გადამდგარ პოლკოვნიკს (I რანგის კაპიტანს) გენერლის (ადმირალის) სამხედრო წოდება არ მიენიჭება.

    12. კადრის ოფიცერისათვის მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:

    ა) უმცროსი ლეიტენანტიდან ლეიტენანტამდე –1 წელი;

    ბ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;

    გ) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე (კაპიტან-ლეიტენანტამდე) – 3 წელი;

    დ) კაპიტნიდან (კაპიტან-ლეიტენანტიდან) მაიორამდე (III რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი;

    ე) მაიორიდან (III რანგის კაპიტნიდან) ვიცე-პოლკოვნიკამდე (II რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;

    ვ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (II რანგის კაპიტნიდან) პოლკოვნიკამდე (I რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი.

    13. რეზერვის ოფიცრისათვის მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად ამ კანონით დადგენილ ვადას შესაბამისად ემატება ერთი წელი.

    14. სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო გემების ოფიცერს და სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავ ოფიცერს მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭებათ სამხედრო მოსამსახურეთათვის ამ კანონით დადგენილ ვადაზე 6 თვით ადრე.

    15. ომის ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ოფიცრის შემდგომი სამხედრო წოდება მიენიჭებათ ამ კანონით დადგენილ ვადაზე არანაკლებ 6 თვით ადრე – დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

    16. უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ წესდება.

    17. სამხედრო წოდებას ვადამდე ანიჭებს:

    ა) ვიცე-პოლკოვნიკის (II რანგის კაპიტნის) ჩათვლით – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი;

    ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) – საქართველოს პრეზიდენტი.

    18. არმიის გენერლისა და ადმირალის სამხედრო წოდებათა მინიჭება დაიშვება მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის.

საქართველოს 2000 წლის 16 მაის ის კანონი №297 - სსმ I,  № 21 , 01.0 6 .2000 წ., მუხ.53

    მუხლი 39. სამხედრო წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა

    1. სამხედრო მოსამსახურეს, აგრეთვე რეზერვში მყოფ ან გადამდგარ პირს სამხედრო წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.

    2. ნასამართლობის მოხსნის (გაბათილების) ან რეაბილიტაციის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სამხედრო წოდება, მათი სურვილისამებრ, უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება.

    3. სამხედრო მოსამსახურე შეიძლება სამხედრო წოდებით ერთი საფეხურით ჩამოაქვეითონ ან აღადგინონ წინანდელ სამხედრო წოდებაში საერთო საჯარისო წესდებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განაზღვრული წესით.

თავი IX

საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვი

    მუხლი 40. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვი

    1. მობილიზაციის ან ომის დროს საქართველოს სამხედრო ძალების დასაკომპლექტებლად იქმნება რეზერვი შემდეგ მოქალაქეთაგან:

    ა) სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნილნი არიან რეზერვში ჩარიცხვით;

    ბ) გაიარეს სწავლება უმაღლეს ან სპეციალურ სასწავლებელთა სამხედრო კათედრებზე რეზერვის ოფიცერთა მომზადების პროგრამით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭათ უმცროსი ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება;

    გ) არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური გადავადების გამო;

    დ) გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახური.

    2. მოქალაქეს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების გამო არ გაუვლია სამხედრო სამსახური, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამორთმეული აქვს სამხედრო წოდება, რეზერვში ჩარიცხვასთან ერთად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით ენიჭება რიგითის (მატროსის) სამხედრო წოდება.

    3. სარეზერვო და სათადარიგო ფორმირებები კომპლექტდება და მათი პირადი შემადგენლობა სათანადო სამხედრო მომზადებას გადის თავდაცვის სამინისტროს სამობილიზაციო გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

    მუხლი 41. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის შემადგენლობა

    1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის შემადგენლობა იყოფა სამ თანრიგად:

რეზერვის შემადგენლობა

          რეზერვში    ყოფნის   ზღვრული        ასაკი

 

პირველი

თანრიგი

მეორე

თანრიგი

მესამე

თანრიგი

რიგითი და მატროსი,

 სერჟანტი და

 ზემდეგი, მიჩმანი

 

უმცროსი ოფიცერი

 

 

უფროსი ოფიცერი

 (პოლკოვნიკამდე) და

 მასთან გათანაბრებული პირი

 

პოლკოვნიკი და

 უმაღლესი სამხედრო

 წოდების ოფიცერი

 

35

წლამდე

 

 

45

 წლამდე

 

 

 

 

50 

წლამდე

 

 

--

45

 წლამდე

 

 

50 

წლამდე

 

 

 

 

55 

წლამდე

 

 

--

50 

წლამდე

 

 

55 

წლამდე

 

 

 

 

60

წლამდე

 

65 

წლამდე

 

 

    2. რეზერვში მყოფი ქალი მიეკუთვნება მესამე თანრიგს, ამასთან ქალისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკია:

    ა) რიგითისათვის, მატროსისათვის, სერჟანტისათვის, ზემდეგისა და მიჩმანისათვის – 50 წელი;

    ბ) ოფიცრისათვის – 55 წელი.

    3. მოქალაქე, რომელიც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში იმყოფება და მიაღწია რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არის ცნობილი, გადადის გადამდგართა კატეგორიაში და მოიხსნება სამხედრო აღრიცხვიდან.

    მუხლი 42. სამხედრო შეკრება

     1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში მყოფი მოქალაქე სამხედრო სამსახურისათვის მომზადების ან გადამზადების მიზნით შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო შეკრებაზე. სამხედრო შეკრების ჩატარების დროს, ადგილსა და ვადას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი სამხედრო უწყება.

    2. სამხედრო შეკრებათა საერთო ხანგრძლივობა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს; ამასთან, იგი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

    3. სამხედრო შეკრების გავლის ხანგრძლივობა მოქალაქეს ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის საერთო ვადაში და შრომის საერთო სტაჟში.

    მუხლი 43. სამხედრო შეკრებიდან გათავისუფლება

    1. სამხედრო შეკრების გავლისაგან თავისუფლდებიან:

    ა) ქალები;

    ბ) საქართველოს სამხედრო ძალების სამოქალაქო პერსონალი;

    გ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები;

    დ) საავიაციო და სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებულნი არიან თვითმფრინავების (შვეულმფრენების), სააეროდრომო ტექნიკის, მოძრავი შემადგენლობის და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით;

    ე) საზღვაო ფლოტის შემადგენლობა;

    ვ) პედაგოგები;

    ზ) სტუდენტები და მოსწავლეები;

    თ) ამ კანონის 29-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის მქონენი;

    ი) საზღვარგარეთ მყოფნი;

    კ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხით გათვალისწინებული პირები;

    ლ) დიპლომატიური თანამდებობის პირები.

საქართველოს 1999 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2185 - სსმ I, № 27(34) , 06 .0 7 . 1999 წ., მუხ. 145

    მუხლი 44. სამხედრო შეკრების გავლის წესი

    1. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში მყოფი მოქალაქეების მიერ სამხედრო შეკრების გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და დებულებით სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ. დებულებას შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    2. საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ყოფნის პერიოდში მოქალაქეს სამხედრო წოდებას ანიჭებს:

    ა) რიგითიდან (მატროსიდან) ზემდეგის (მიჩმანის) ჩათვლით – ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარე;

    ბ) უმცროს და უფროს ოფიცერს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი სამხედრო უწყება.

საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

თავი X

პასუხისმგებლობა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 45. მოქალაქისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    1. მოქალაქე, რომელიც სამხედრო კომისარიატის გამოძახებით, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისაგან თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    2. მოქალაქეს, რომელიც სამხედრო სამსახურში ან სამხედრო შეკრებაზე გაწვევის შესახებ სამხედრო კომისრის უწყების მიღებისას მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით ან უკანონოდ გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან, ან გადაუვადდება იგი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამხედრო კომისარიატის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, მისი დოკუმენტური დადასტურებით, არის მოქალაქის ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.

    3. სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო შემოწმებაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

   4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.

    5. მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 46. მოქალაქენი, რომლებიც თავისუფლდებიან სამხედრო  ვალდებულების მოხდისაგან

    1. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქეები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის შეუსრულდათ 25 წელი, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

    2. ამ კანონით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავისუფლდებიან 1972 წელს დაბადებული წვევამდელები.

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

    1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე:

    ა) ძალადაკარგულად ჩაითვალოს 'საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 136).

    ბ) „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 29 აპრილის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6. მუხ. 99) სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო” და ძალადაკარგულად ჩაითვალოს კანონის მე-2 თავი.

    მუხლი 48. კანონის ამოქმედება და მისაღები ნორმატიული აქტები

    1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

    ა) დებულება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ;

    ბ) დებულება სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ;

    გ) დებულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ;

    დ) დებულება სამხედრო შეკრებათა ჩატარების და გავლის წესის შესახებ.

    2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საქართველოს პრეზიდენტი

    ედუარდ შევარდნაძე.

    თბილისი,

    1997 წლის 17 სექტემბერი.

    №860–Iს

   შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს 1999 წლის 19 მარტ ის კანონი № 1849 - სსმ I,  № 12(19) , 06 .0 4 . 1999 წ., მუხ. 42

    2. საქართველოს 1999 წლის 28 მაის ის კანონი № 1987 - სსმ I,  № 21(28) , 14 .0 6 . 1999 წ., მუხ. 103

    3. საქართველოს 1999 წლის 2 5 ივნის ის კანონი № 2185 - სსმ I, № 27(34) , 06 .0 7 . 1999 წ., მუხ. 145

    4. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრ ის კანონი № 2396 - სსმ I, № 43(50) , 21 .0 9 . 1999 წ., მუხ. 226

    5. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრ ის კანონი № 63 - სსმ I, № 47(54) , 09 . 12 . 1999 წ., მუხ. 239

    6. საქართველოს 2000 წლის 16 მაის ის კანონი №297 - სსმ I,  № 21 , 01.0 6 .2000 წ., მუხ.53

 

 

76. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 4987-Iს - ვებგვერდი, 23/09/2019 75. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4319-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 74. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4073-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 73. 30/11/2018 - საქართველოს კანონი - 3805-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 72. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3582-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 71. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3118-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 70. 07/03/2018 - საქართველოს კანონი - 2041-IIს - ვებგვერდი, 26/03/2018 69. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1926-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 68. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1705-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 67. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1254-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 66. 16/12/2015 - საქართველოს კანონი - 4651-რს - ვებგვერდი, 25/12/2015 65. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3948-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 64. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3547-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 63. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3125-IIს - ვებგვერდი, 19/03/2015 62. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2554-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 61. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2428-IIს - ვებგვერდი, 27/05/2014 60. 30/04/2014 - საქართველოს კანონი - 2323-IIს - ვებგვერდი, 13/05/2014 59. 16/04/2014 - საქართველოს კანონი - 2238-IIს - ვებგვერდი, 28/04/2014 58. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1791-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 57. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1778-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 56. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1777-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 55. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1445-Iს - ვებგვერდი, 28/10/2013 54. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1387-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 06/08/2013 - საქართველოს კანონი - 919-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 52. 05/04/2013 - საქართველოს კანონი - 524-IIს - ვებგვერდი, 24/04/2013 51. 29/06/2012 - საქართველოს კანონი - 6607-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 50. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 49. 02/03/2012 - საქართველოს კანონი - 5742-Iს - ვებგვერდი, 06/03/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 23/12/2011 - საქართველოს კანონი - 5598-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 47. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5012-რს - ვებგვერდი, 110715014, 15/07/2011 46. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4954-რს - ვებგვერდი, 110711035, 11/07/2011 45. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4258-Iს - ვებგვერდი, 110310007, 10/03/2011 44. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4120-რს - სსმ, 75, 27/12/2010 43. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 42. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3540 - სსმ, 47, 05/08/2010 41. 13/07/2010 - საქართველოს კანონი - 3394 - სსმ, 41, 21/07/2010 40. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 3015 - სსმ, 23, 04/05/2010 39. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2728 - სსმ, 12, 24/03/2010 38. 06/11/2009 - საქართველოს კანონი - 2019 - სსმ, 35, 19/11/2009 37. 16/07/2009 - საქართველოს კანონი - 1464 - სსმ, 20, 28/07/2009 36. 13/03/2009 - საქართველოს კანონი - 1062 - სსმ, 5, 24/03/2009 35. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 788 - სსმ, 40, 29/12/2008 34. 27/07/2008 - საქართველოს კანონი - 72 - სსმ, 12, 14/07/2008 33. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5979 - სსმ, 9, 04/04/2008 32. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5239 - სსმ, 29, 27/07/2007 31. 11/05/2007 - საქართველოს კანონი - 4748 - სსმ, 18, 22/05/2007 30. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4703 - სსმ, 17, 17/05/2007 29. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4702 - სსმ, 17, 17/05/2007 28. 27/03/2007 - საქართველოს კანონი - 4514 - სსმ, 13, 16/04/2007 27. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4327 - სსმ, 2, 04/01/2007 26. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4197 - სსმ, 49, 29/12/2006 25. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3428 - სსმ, 27, 17/07/2006 24. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2958 - სსმ, 15, 16/05/2006 23. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2938 - სსმ, 14, 15/05/2006 22. 02/03/2006 - საქართველოს კანონი - 2700 - სსმ, 7, 20/03/2006 21. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2447 - სსმ, 56, 28/12/2005 20. 08/07/2005 - საქართველოს კანონი - 1891 - სსმ, 42, 29/07/2005 19. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1209 - სსმ, 14, 18/04/2005 18. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1208 - სსმ, 14, 18/04/2005 17. 25/03/2005 - საქართველოს კანონი - 1207 - სსმ, 14, 18/04/2005 16. 25/02/2005 - საქართველოს კანონი - 1049 - სსმ, 9, 17/03/2005 15. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 984 - სსმ, 42, 31/12/2004 14. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 811 - სსმ, 39, 25/12/2004 13. 09/12/2004 - საქართველოს კანონი - 641 - სსმ, 38, 24/12/2004 12. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 500 - სსმ, 32, 10/11/2004 11. 07/05/2003 - საქართველოს კანონი - 2226 - სსმ, 12, 21/05/2003 10. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1893 - სსმ, 3, 17/01/2003 9. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1527 - სსმ, 21, 12/07/2002 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 28/12/2000 - საქართველოს კანონი - 698 - სსმ, 51, 30/12/2000 7. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 16/05/2000 - საქართველოს კანონი - 297 - სსმ, 21, 01/06/2000 5. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2396 - სსმ, 43(50), 21/09/1999 3. 25/06/1999 - საქართველოს კანონი - 2185 - სსმ, 27(34), 06/07/1999 2. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 1987 - სსმ, 21(28), 14/06/1999 1. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1849 - სსმ, 12(19), 06/04/1999
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.