დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2554-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260020.05.001.017482 |
|
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისთვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წვევამდელს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოებში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები 1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები. 2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ – თბილისის რაიონი) იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული).“. 3. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ვალდებულებანი მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით“; ბ) პირველი–მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია შეატყობინოს პირს (წვევამდელს, რეზერვისტს) მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში მისი გამოძახების შესახებ. სახელმწიფო უწყება/დამსაქმებელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირის შეტყობინება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) გამოძახების შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს მის თანამშრომელს. 11. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი მას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ერთად აცნობებს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. 2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღონ სამხედროვალდებული სამუშაოზე ან არ ჩარიცხონ სასწავლებელში.“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში არსებული უწყებები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში: ა) შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტში შესატანი მონაცემები იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესახებ, რომელიც ვალდებულია იმყოფებოდეს, მაგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე; ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) რეგისტრაციაში გატარებიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობონ შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს მისი რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და ახალი მისამართი. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტში შეტანილი ცვლილების შესახებ.“; დ) მე-8–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გამოძიების ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობონ იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. 9. სასამართლო ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში აცნობოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე, ხოლო სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის სამუშაო ადგილზე. 10. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს 10 დღის ვადაში შეატყობინოს იმ მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ცნობის შესახებ, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე.“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოქალაქის მიერ სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები.“. 5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული მოქალაქის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრამდე მიყვანას და უკან მგზავრობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ ვალდებულებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ასრულებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.“. 6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. იმ პირის ასაკი, რომელიც ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.“. 7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო იმ პირის სამხედრო აღრიცხვა, რომელსაც არ აქვს რეგისტრაციის ადგილი, – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი.“. 8. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სამხედრო აღრიცხვის სახეები 1. სამხედრო აღრიცხვის სახეებია: ა) წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა; ბ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა; გ) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა. 2. რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სარეზერვო ასაკის იმ პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, რომელიც არ იდგა სამხედრო აღრიცხვაზე, ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. 4. ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეწყვეტის ან გაქარწყლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი ვალდებულია დადგენილი წესით განახორციელოს პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა. 5. ქალის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/ თბილისის რაიონი, თუ იგი შეიძენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას. მუხლი 14. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა 1. წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა ფორმდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული პირის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას უსრულდება 17 წელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა შესაძლებელია 17-დან 27 წლამდე ასაკის პირებისა, რომლებიც არ იდგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი აღნიშნული პირების სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მათი გამოვლენისთანავე. 4. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს 27 წლის ასაკამდე ეწოდება წვევამდელი, გარდა იმ პირისა, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ან რომელსაც იგი მოხდილად ჩაეთვალა. 5. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი პირს აცნობს მისი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, აგრეთვე მის ვალდებულებებს სამხედრო აღრიცხვასთან და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. 6. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ მონაცემების ანგარიშს მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებს შეჯერებული სახით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას.“. 9. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია გამოცხადდეს მუნიციპალიტეტში/თბილისის რაიონში მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით. 2. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნილი პირი ვალდებულია დათხოვნიდან 2 კვირის ვადაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო რეგისტრაციის ადგილის არქონის შემთხვევაში – ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულში. 3. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია 2 კვირის ვადაში წარუდგინოს მას ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია. 4. პირი (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (ფაქტობრივი ან რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისას სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს საელჩოში ან წარმომადგენლობაში.“. 10. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა“. 11. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები.“. 12. 21-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას. 2. პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. 21. წვევამდელი, რომელსაც სურს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლებით სარგებლობა, ვალდებულია ამის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე 1 თვით ადრე აცნობოს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. 3. 27 წლის და 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური, არ გაიწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 13. 23-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – აგრეთვე თბილისის რაიონის გამგებელი. 2. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი, ხოლო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გაწვევას – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებიდან/თბილისის რაიონებიდან იღებს ინფორმაციას მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში შეჯერებული სახით აწვდის მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.“. 14. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. გამწვევი კომისია 1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამგებელი. 2. გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი; გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის/ თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე (მოსამსახურეები); დ) კომისიის მდივანი – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე. მუხლი 25. გამწვევი კომისიის უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი 1. გამწვევი კომისია უფლებამოსილია გაწვევის მიმდინარეობისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვევამდელის მიმართ მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ; ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების შესახებ; დ) სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ. 2. გამწვევი კომისია უფლებამოსილია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მოქალაქის შესაბამისი განცხადების საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა. 3. წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი უზრუნველყოფს მის წარდგენას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მისამართზე – შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში. შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და გამწვევი კომისიის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომ – სამუშაო ჯგუფი). მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ჩატარების შემდეგ ადგენს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის ხარისხსა და კატეგორიას, ხოლო იმ უწყებას, რომელშიც წვევამდელმა უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური, განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) სამუშაო ჯგუფის წევრი (წევრები) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 4. სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამწვევი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ის პირი, რომლის გამოცხადების გარეშეც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება მისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან მისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ. 5. გამწვევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნას, რომელმაც წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ვარგისობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. 6. თუ წვევამდელის მიმართ მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია მიიღებს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, გამწვევი კომისია ვალდებულია მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ძალადაკარგულად გამოაცხადოს წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან გამწვევი კომისიის მიერ თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებამდე დაუშვებელია წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. 7. მოქალაქის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის პირი შესაბამის მასალებს გადასცემს სამართალდამცველ ორგანოებს. 8. გამწვევი კომისიის თავმჯდომარე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეს უცხადებს გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებას. ამ მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში გამწვევი კომისიის თავმჯდომარე აძლევს მას გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ამონაწერს. 9. პირს შეუძლია გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი სასამართლოში. ამ შემთხვევაში გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.“. 15. 251 მუხლი ამოღებულ იქნეს. 16. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრალური გამწვევი კომისია იქმნება, მისი შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმავე დადგენილებით ცენტრალურ გამწვევ კომისიაში იქმნება მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და განისაზღვრება მისი შემადგენლობა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის უფლებამოსილება, სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სამხედრო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, საქართველოს თავდაცვის, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;“. 17. 27-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის შემკრებ-გამანაწილებელ ცენტრში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოქალაქის სამხედრო სამსახურისთვის მოსამზადებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი წვევამდელისთვის ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.“. 18. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი წვევამდელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად.“. 19. 29-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამხედრო ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.“. 20. 30-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) უვარგისად არის ცნობილი;“; ა.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად არის ცნობილი;“; ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა) მუდმივად მცხოვრები (შესაბამის მისამართზე რეგისტრირებული) პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სრულწლოვანი ოჯახის წევრი, რომელსაც არ აქვს დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. თუ ოჯახის წევრთან ცხოვრობს (ცხოვრობენ) პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) ასევე ექვემდებარება (ექვემდებარებიან) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევა (გაიწვევიან) ასაკით უფროსი პირი (პირები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე;“; ა.დ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა;“; ა.ვ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ წვევამდელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელს არ გადაუვადდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი იმ დაავადების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების გამო, რომელთა არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შრომა.“. 21. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. შემკრებ-გამანაწილებელი ცენტრის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩასარიცხ პირთა სიების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მათი სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის შესახებ. 22. პირის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო უწყება ვალდებულია ამის დამადასტურებელი შეტყობინება გადასცეს ამ პირს ან გაუგზავნოს შესაბამის მუნიციპალიტეტს/თბილისის რაიონს.“. 22. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას ასრულებს გაწვევით, სამხედრო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი ამ კანონის 29-ე მუხლით ან 30-ე მუხლით (გარდა 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „გ2“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული პირობების წარმოქმნისას.“. 23. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის გამოძახებით, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის/სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მოქალაქეს (წვევამდელს, რეზერვისტს), რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის/ მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში არასაპატიო მიზეზით, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება დოკუმენტურად დადასტურებული მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოება.“. 24. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 25. 464 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესაბამისმა უწყებამ და მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყონ მოქმედი სამხედრო მოსამსახურისა და რეზერვში მყოფი პირის სააღრიცხვო მონაცემების შეცვლა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამხედრო წოდებების გათანაბრების მიზნით.“. 26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 468 მუხლი: „მუხლი 468. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისა. აღნიშნულ პირთა ამ კანონის შესაბამისად სამხედრო აღრიცხვას და სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს აჟარის მუნიციპალიტეტი. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებები შეესაბამება ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას რამდენიმე გამწვევი კომისია და განსაზღვროს მათი შემადგენლობები. 4. სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო/უწყება ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 ივლისი 2014 წ. N2554-რს |
დოკუმენტის კომენტარები