„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1893
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 17/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.055.001.001.198
  • Word
1893
25/12/2002
სსმ, 3, 17/01/2003
120.260.020.055.001.001.198
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც, რომლის ვადა არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით“.

2.  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო სამსახურში, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო მოსამსახურეები;“.

3.  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და“, ხოლო სიტყვები „და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ ამოღებულ იქნეს.

4. მე-40 მუხლის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებად, ხოლო „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიარეს საკონტრაქტო სამსახური;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1893–რს