"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4258-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310007, 10/03/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.016194
  • Word
4258-Iს
25/02/2011
ვებგვერდი, 110310007, 10/03/2011
120260020.05.001.016194
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ;“.

2. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 თებერვალი.

№4258–I