„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 19/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.003.725
  • Word
2019
06/11/2009
სსმ, 35, 19/11/2009
120.260.020.05.001.003.725
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.“.

2. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;“.

3. 38-ე მუხლის:

ა) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდება – სამხედრო სამსახურში მყოფ, სრული ზოგადი ან/და საშუალო პროფესიული განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში, ოფიცრის ძირითადი კურსის გავლის შემდეგ, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში – სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირს შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ;“;

ბ) 122 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 123 პუნქტი:

„123. ამ მუხლის 121 და 122 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებზე.“.

4. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2009 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსის დამტკიცება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი ჩატარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 6 ნოემბერი.

№2019–IIს