„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1062
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 24/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.003.480
  • Word
1062
13/03/2009
სსმ, 5, 24/03/2009
120.260.020.05.001.003.480
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი:

„15. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. 2009 წლის 2 აპრილამდე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან შემცირება განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 13 მარტი.

№1062–Iს