„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 29/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.040.05.001.002.508
  • Word
4197
27/12/2006
სსმ, 49, 29/12/2006
120.260.040.05.001.002.508
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი), რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებია 27 წელი, მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში და იწოდება კურსანტად. სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში კურსანტს, რომელმაც იმსახურა სამხედრო ვალდებულების მოხდისათვის კანონით დადგენილი ვადით, სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.“.

2. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. IX თავი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4197–რს