დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2447 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.260.040.05.001.002.065 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სამხედრო სამსახურში იმსახურა 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, მიუხედავად სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისა შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით (გადადგომით).“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 23 დეკემბერი.
№2447–რს
დოკუმენტის კომენტარები