დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4120-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 27/12/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260020.05.001.016122 |
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამხედრო შეკრების გავლის დროს მოქალაქე თავისუფლდება სამსახურიდან (სასწავლებლიდან) სამუშაოს (სწავლების) ადგილის შენარჩუნებით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალის პირველად სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური მას შემდეგ, რაც ის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას შეიძენს.“.
3. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოქალაქე, რომელიც დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ჩარიცხვით, ვალდებულია რეზერვში ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტის მიღებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს აღრიცხვაზე ასაყვანად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.
4. 38-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ.ბ) უმცროსი ოფიცრის შესაბამისი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამხედრო მოსამსახურეს:
ა) უმაღლესი ოფიცრის და ვადამდე პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) სამხედრო წოდებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეიტენანტის სამხედრო წოდებას და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამხედრო წოდებას (გარდა პოლკოვნიკისა) ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გაუთვალისწინებელ სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი;
დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო წოდებებს სხვა სახელმწიფო უწყებაში ანიჭებს ამ უწყების ხელმძღვანელი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4120-რს
დოკუმენტის კომენტარები