კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტთან, კერძოდ: “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი) ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტს უნდა დაემატოს სიტყვები „გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა“ და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხევევისა, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისთვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.“

irakli giorgadze's picture
irakli giorgadze (ირაკლი გიორგაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/02/09
ბოლო შემოს: 2024/01/31 16:11:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღნიშნული მუხლის მე 4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაში ნაცვლად - რომელიც ვალდებული იმყოფებოდეს, მგრამ არ იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე, უნდა იყოს

irakli giorgadze's picture
irakli giorgadze (ირაკლი გიორგაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/02/09
ბოლო შემოს: 2024/01/31 16:11:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

რომელიც იმყოფება ან ვალდებულია ომყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე,ვინაიდან იუსტიციის სამიონისტროს უწყებებს არააქვთ ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვის შესახებ. ეს წინადადება წინა გზავნილის გაგრძელებაა,მომიტევეთ უნებლიე შეცდომა :-)

irakli giorgadze's picture
irakli giorgadze (ირაკლი გიორგაძე)
სხვა
რეგ. თარ: 2011/02/09
ბოლო შემოს: 2024/01/31 16:11:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ამავე მუხლის მე 9 პუნქტში ბოლოს წინა სიტყვა "სამუშაო" აზრით არაა სწორი, რადგან სამხედრო მოსამსახურე გადის სამხედრო სამსახურს და მას არააქვს სამუშაო ადგილი