დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 524-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/04/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 120260020.05.001.016973 |
|
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;“. 2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე;“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 466 მუხლი: „მუხლი 466. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა 12-თვიანი ვადით ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა გავრცელდეს აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში 15-თვიანი ვადით გაწვეულ იქნენ 2012 წლის 7 მარტის შემდეგ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 აპრილი 2013 წ. N524-IIს |
დოკუმენტის კომენტარები