საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.000.153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
323
27/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
010.130.000.05.001.000.153
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (19/12/2008 - 11/07/2009)

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

თავი II

რეგისტრაცია და რეგისტრაციის მოხსნა

    მუხლი 2

1. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია.

2. საქართველოში მცხოვრებ უცხოელად ამ კანონის თანახმად ჩაითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში გრაფა „მისამართი“ შეუვსებელია, მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნილ იქნეს რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც ასევე არ საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.

5. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისათვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.

საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 3

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის ასაკის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ აქვთ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

2. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სურვილისამებრ შეუძლიათ ასევე 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ უცხოელს.

3. 14 წლამდე პირის რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

4. პირი, რომელსაც დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭება პირადი ნომერი, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.

5. პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.

6. 16 წლამდე პირი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მათი რეგისტრაციისათვის საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის. მათი დამოუკიდებლად გატარება რეგისტრაციაში დასაშვებია მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

8. საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია შეიძლება გაიაროს მხოლოდ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, ასევე საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რეგისტრირებული არ არის საქართველოში და სურს აიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეზე, მისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გასცეს პირადობის მოწმობა.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის.

12. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

13. საკონსულო აღრიცხვისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

14. საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციისა და საკონსულო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციას საკონსულო დეპარტამენტი ყოველი თვის ბოლოს უგზავნის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს).

15. პირის რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 4

1. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად და პირადობის მოწმობის მისაღებად ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში გაატარებს მას რეგისტრაციაში. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე.

2. რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღეში აცნობოს ამის შესახებ იმ ორგანოს, სადაც პირი იყო რეგისტრირებული, ხოლო ამ უკანასკნელმა უნდა მოხსნას პირი რეგისტრაციიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი დღის ვადაში. რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება პირის ახალ მისამართზე რეგისტრაციის თარიღი.

3. წინასწარი პატიმრობის ან სასჯელის მოხდის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფლის შესახებ, რაზედაც შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4. სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფლის შესახებ, რაზედაც შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, პირის რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის მოწმობის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამის წერილობით მიმართვასა და განცხადება-ანკეტას უნდა დაერთოს პირის 2 ფოტოსურათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა. თუ დაწესებულების ადმინისტრაციას ასეთი დოკუმენტები არა აქვს, პირის რეგისტრაცია და პირადობის მოწმობის გაცემა შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, მათი არსებობის შემთხვევაში. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი. პირადობის მოწმობა პატიმრობაში მყოფი პირის განთავისუფლებამდე ინახება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 5

1. რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს პირის სახელი, გვარი, ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და განცხადების წარდგენის თარიღი. რეგისტრაციისათვის განცხადებასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. ასეთ შემთხვევაში განცხადება-ანკეტაში მიეთითება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267

    მუხლი 6

პირისათვის, რომელიც წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, დაუშვებელია რეგისტრაციაზე უარის თქმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. რეგისტრაციის გავლისას აგრეთვე დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი დოკუმენტის მოთხოვნა.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267

    მუხლი 7.

1. საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები.

2. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციას, საკონსულო აღრიცხვას, მისი რეგისტრაციიდან და აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 8

რეგისტრაციისას ყოველ პირზე ივსება სარეგისტრაციო ბარათი, რომელშიც აღინიშნება პირის სახელი, გვარი, სქესი, მისამართი (თუ პირი მიუთითებს მისამართს), დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, მოქალაქეობა და წინა საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი და შევსების თარიღი.

    მუხლი 9

რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია 14-დან 65 წლამდე მამაკაცის რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციის თარიღი და ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში – რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 10

გარდაცვლილი რეგისტრაციიდან მოიხსნება გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად. რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად მიეთითება გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    უხლი 101

რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

თავი III

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი

    მუხლი 11

1. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) ბინადრობის მოწმობა.

2. ბინადრობის მოწმობა არის მუდმივი და დროებითი.

3. დროებითი ბინადრობის მოწმობა ასევე გაიცემა ლტოლვილად ცნობილ პირზე „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 12

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

2. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.

3. ლტოლვილად ცნობილ პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა ადასტურებს მის მოქალაქეობას, ვინაობას, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს და სტატუსს.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973- სსმ I, №9, 04.04.2008 ., მუხ .60

    მუხლი 13

1. საქართველოში მცხოვრები პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

2. სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირადობის მოწმობას გასცემს 1 თვის ვადაში.

4. გაცემულ დოკუმენტებში შეუსაბამობის არსებობისას ზუსტ მონაცემებად მიიჩნევა დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო იმ პირთა მიმართ, რომელთა დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ, – მათ დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 14

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 20 წლამდე პირებზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით – უვადოდ.

3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;   

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან საკონსულო დაწესებულების გერბიანი ბეჭედი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

კ) რელიეფური ბეჭედი;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;

მ) მოწმობის მოქმედების ვადა;

ნ)მისამართი;

ო) რეგისტრაციის თარიღი.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

მუხლი 15

1. ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, თვე და რიცხვი;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი;

ზ) მოქალაქეობა;

თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) პირადი ხელმოწერა;

კ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ლ) რელიეფური ბეჭედი;

მ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ნ) მისამართი;

ო) რეგისტრაციის თარიღი;

პ) მოწმობის მოქმედების ვადა.

2. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობისა – 5 წლით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 16

პირადობის მოწმობის მისაღებად ან შესაცვლელად პირი ვალდებულია წარადგინოს დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის საჭირო საბუთი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება წარდგენილი და გამოყენებულ იქნეს დაბადების მოწმობის ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 17

1. ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათები და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ბინადრობის მოწმობის მისაღებად ლტოლვილად ცნობილი პირი ვალდებულია წარადგინოს მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათები.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 18

პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;

გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

ე) ხმარებისათვის უვარგისობისას ან დაკარგვისას.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 19

1. პირი, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია პირის მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ ცვლილების თაობაზე აცნობოს სააგენტოს 10 დღის ვადაში.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვალდებულია ჩააბაროს ბინადრობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

3. გარდაცვლილი პირის, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა ჩაბარდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 20

1. აკრძალულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ჩამორთმევა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე მოწმობის დატოვება გირაოდ.

2. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის წესი, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

თავი III1

საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

 

    მუხლი 201

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

11. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) წარმოადგენს მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

12. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი.

2. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

21. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილად ცნობილ პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

22. სამგზავრო დოკუმენტი ვარგისია ლტოლვილის გასასვლელად საქართველოდან საზღვარგარეთის ყველა სახელმწიფოში, გარდა თავისი მოქალაქეობის ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, ასევე გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ.

3. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

4. სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

5. საქართველოს მოქალაქის დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივ პასპორტს ასევე გასცემს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

6. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

მუხლი 202

1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.

11. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება – 1 თვის ვადაში.

3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა.

4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს.

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

71. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.

72. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობების ნაცვლად წარადგენენ ბინადრობის მოწმობებს.

73. სამსახურებრივი პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ წარადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

74. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

75. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას და მიიღოს პასპორტი.“

8. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.

81. ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ:

ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია.

82. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.

84. საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვნისათვის (14 წლის ასაკს მიღწეული პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის.

9. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

10. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის კანონი №5487-სსმI, №42, 06.12.2007წ., მუხ.387

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 203

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტში შეიტანება:

ა) პასპორტის მფლობელის სახელი;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარი;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობა;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღი;

ე) პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათი;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესი;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილი;

ი) პასპორტის გაცემის თარიღი;

კ) პასპორტის მოქმედების ვადა;

ლ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

მ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა;

ნ) ბეჭედი;

ო) ქვეყნის კოდი;

პ) პასპორტის ნომერი;

ჟ) პასპორტის ტიპი;

რ) (ამოღებულია).

2. საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი).(ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)

3. ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი (ჩიპი), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას, თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს. ბიომეტრიული პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.(ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)

4. მონაცემთა მატარებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა და თვისებები, რათა გარანტირებული იყოს მონაცემთა ერთიანობა, ავთენტიკურობა და კონფიდენციალობაბრძანებით.(ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267

    მუხლი 204

1. პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული პასპორტისა – 3 წელი.

11. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაა 2 წელი.

2. (ამოღებულია)

3. (ამოღებულია)

4. (ამოღებულია)

5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს პროკურორის დადგენილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 205

1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის შეცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას;

გ) ვიზებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2. სახელის, გვარის გამოცვლისას, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვ).

3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

4. (ამოღებულია).

5. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება.

6. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს.

7. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 206

1. პირი, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. პასპორტის გაცემასთან დაკავშირებული საბუთები ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

3. პასპორტს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით არ არის გაფორმებული, ძალა არ გააჩნია.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

    მუხლი 207

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 5 წლით, თუ იგი გაცემულია 5 წლის მოქმედების ვადით და მისი მფლობელი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტის მოქმედების ვადას საქართველოში აგრძელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო საზღვარგარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად მისი მფლობელის გამოცხადება არ არის სავალდებულო.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

    მუხლი 20(ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267

III2  თავი

გარდამავალი დებულება

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

 

    მუხლი 209

საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი, რომლებმაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მიაღწიეს 14 წლის ასაკს, ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

მუხლი 2010

სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 21(ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1772-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.263

    მუხლი 22

1. ამ კანონების მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. რეგისტრაციის არქონისათვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც აცნობებს რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 221

ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი და მე-15 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 27 ივნისი.

№323-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112

2.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

3.საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93

4.საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1231-სსმI, №18, 27.04.2005წ., მუხ.108

5.საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1772-სსმI, №39, 16.07.2005წ., მუხ.263

6.საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23

7.საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის კანონი №5487-სსმI, №42, 06.12.2007წ., მუხ.387

8.საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60

9.საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №806-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.267

51. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6997-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 50. 10/06/2020 - საქართველოს კანონი - 6055-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 49. 04/06/2020 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/1404 - ვებგვერდი, 08/06/2020 48. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5926-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 26/12/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/12/1404 - ვებგვერდი, 03/01/2020 46. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4318-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 45. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4137-რს - ვებგვერდი, 10/01/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3101-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 43. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2637-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 42. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2473-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1264-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 40. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 957-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 39. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 778-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 38. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 648-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 37. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 505-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 36. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 51-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5448-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 34. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5378-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 33. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4845-IIს - ვებგვერდი, 22/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3938-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3701-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 30. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3390-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 29. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2560-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 28. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2480-IIს - ვებგვერდი, 29/05/2014 27. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2051-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 26. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1265-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 23. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5852-Iს - ვებგვერდი, 29/03/2012 22. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5664-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 21. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5563 - ვებგვერდი, 111228059, 28/12/2011 20. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 19. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4986-რს - ვებგვერდი, 110715023, 15/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4937-რს - ვებგვერდი, 110714015, 14/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4049-რს - სსმ, 76, 29/12/2010 16. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3716-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 15. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3653-IIს - სსმ, 53, 11/10/2010 14. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 13. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3355 - სსმ, 41, 21/07/2010 12. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2213 - სსმ, 42, 10/12/2009 11. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1926 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1391 - სსმ, 21, 03/08/2009 9. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 806 - სსმ, 40, 29/12/2008 8. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5973 - სსმ, 9, 04/04/2008 7. 22/11/2007 - საქართველოს კანონი - 5487 - სსმ, 42, 06/12/2007 6. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2629 - სსმ, 3, 16/01/2006 5. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1772 - სსმ, 39, 16/07/2005 4. 06/04/2005 - საქართველოს კანონი - 1231 - სსმ, 18, 27/04/2005 3. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 181 - სსმ, 19, 15/07/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1569 - სსმ, 21, 12/07/2002 1. 27/10/2000 - საქართველოს კანონი - 579 - სსმ, 39, 10/11/2000
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.